"მირიანეს" კანონპროექტი უმე-ს დასაცავად დაარეგისტრირეს უმაღლეს რადაში
"მირიანე" შეეცდება კანონპროექტის მიღებას,რომელიც გააუქმებს პოროშენკოს დროს მიღებულ დისრიმინაციულ სამართლის ნორმებს და შესაძლებლობას მისცემს უმე-ს თავისუფალ განვითარებას.
უმე-ს დასაცავი კანონპროექტი დაარეგისტრირეს უმაღლეს რადაში, იტყობინებიან საზოგადოებრივ მოძრაობა "მირიანე"-ს პრეს-სამსახურში.
"ჩვენი კანონპროექტი უკვე უმაღლესი რადის საიტზეა, მისი ნომერია 5835. ეს 15 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩვენი ლოცვითი დგომის შედეგია. ეს მხოლოდ დასაწყისია!",-განაცხადეს მოძრაობის ტელეგრამ-არხზე.
მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ "უკვე მირიანემ თავისი თავი უნდა წარმოადგინოს არა მარტო როგორც კანონპროექტის თანაავტორმა, არამედ როგორც მისმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ".
"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დეპუტატების უმრავლესობა მიიღონ ეს კანონპროექტი, ხოლო პრეზიდენტი- მოაწეროს ხელი მიღებულ კანონს, რომელიც გააუქმებს პოროშენკოს დროს მიღებულ დისკრიმინაციულ სამართლის ნორმებს და შესაძლებლობას მისცემს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თავისუფლად განვითარდეს და მოქმედებდეს ჩვენს ქვეყანაშ",- დაამატეს მირიანელებმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 ივნისს უმე-ს 20 000-მა მორწმუნემ ჩაატარა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან, სადაც გადასცეს ორი კანონპროექტი ეკლესიის დასაცავად, და ასევე ჯვაროსნული სვლით ვლადიმერ ზელენსკის ოფისთან გაიარეს.
კანონპროექტები, რომლებიც მოამზადეს საზოგადოებრივ მოძრაობა "მირიანე'-ში, ითვალისწინებს ანტიკონსტიტუციური კანონპროექტების ნორმების გაუქმებას, რომლებიც მიღებულ იქნა პოროშენკოს დროს და მიმართული იყო უმე-ს წინააღმდეგ. სახალხო დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ დახმარება აღუთქვა ამ კანონპროექტების მიღებაში.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ვადიმ ნოვინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტები უმე-ს დასაცავად რადაში უკვე დარეგისტრირებულია.