ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა უნეტარესს აღსაყდრების იუბილე მიულოცა
ბულგარეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვა მისი უნეტარესის, როგორც მოძმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მნიშვნელოვანი თვისებაა.
უწმიდესმა ბულგარეთის პატრიარქმა, სოფიის მიტროპოლიტმა დანიელმა მილოცვა გაუგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს აღსაყდრების ათი წლისთავთან დაკავშირებით, იუწყება საიტი mitropolia-sofia.org.
„დღეს, ზუსტად ათი წლის წინ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების მიერ ჩატარებული კანონიკური არჩევანის შემდეგ მოხდა თქვენი, როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის საზეიმო აღსაყდრება. ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში თქვენ დაიმკვიდრეთ ღირსეული ადგილი იმ დიდი ეპისკოპოსებისა და აღმსარებლებისა, რომლებიც მსახურობდნენ კიევის მიტროპოლიაში იერარქებად“, - ნათქვამია მილოცვაში.
ბულგარეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მოკრძალება, თავმდაბლობა, მოთმინება, ბერობისა და მონაზვნური ცხოვრების სიყვარული, წმინდა მამების მიერ ეკლესიაში ნაანდერძენი კანონიკური წესის მკაცრი დაცვის სურვილი უნეტარესი მიტროპოლიტ ონოფრეს, როგორც მოძმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის რთული მსახურების დამახასიათებელი ნიშნებია.
„თქვენი წინამძღვრობის დრო დადგა უკრაინელი ხალხისა და მათი ეკლესიისთვის რთული განსაცდელების დროს. თქვენ წინააღმდეგობა გაუწიეთ და აგრძელებთ, ღვთის შემწეობით, წინააღმდეგობას უწევთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის, მთლიანობისა და კანონიკურობის დარღვევის მცდელობას. ამავდროულად, ეს იყო სქიზმის წლები თვით უკრაინულ საზოგადოებაში, რომლის დროსაც თქვენ ყოველთვის იყავით გამაერთიანებელი და მშვიდობისმყოფელი, რაც ქრისტეს ყოველი ჭეშმარიტი მწყემსის ევანგელურ მოვალეობაა“, - აღნიშნა მან.
პატრიარქმა დანიელმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში მოძმე უკრაინა სისხლიანი ომის საშინელ ქარცეცხლში გადის, ამიტომ ყველა მხურვალედ ლოცულობს უკრაინაში მშვიდობისთვის, რაც მსოფლიო მშვიდობის მნიშვნელოვანი პირობაა.
„პირადად თქვენთვის ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა მოგცეთ კიდევ მრავალი წელი ჯანმრთელობა, სულიერი წინდახედულობა და ენერგიულობა, რათა წარმართოთ თქვენი ღვთისგან მინდობილი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმოსავი უკრაინელი ხალხის გადარჩენისთვის, მშვიდობისა და სულიერი კეთილდღეობისთვის. ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი.’’
როგორც მჟკ წერდა, სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, ანტიოქიის პატრიარქმა იოანე X-მ, მონტენეგროსა და პრიმორსკის მიტროპოლიტმა იოანიკიოსმა, პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა და ლოვჩანსკის მიტროპოლიტმა გაბრიელმა უნეტარესს მიულოცეს ინტრონიზაციის 10 წლის იუბილე.