ლეგოიდა მეუ-ს „ონლაინ-ზიარების“შესახებ:ცარიელი ტაძრების მიზეზს ახსნა ექნება

31 July 2021 23:15
19
ვლადიმერ ლეგოიდა. ფოტო: pravkuban.ru ვლადიმერ ლეგოიდა. ფოტო: pravkuban.ru

რმე-ს სპიკერმა კომანტარი გააკეთა „ვირტულაური საიდუმლოებების“ შესახებ წიგნის გამოჩენის გამო, რომელიც  ცოტა ხნის წინ წარადგინა მეუ-ს „იერარქმა“ ალექსანდრე დრაბინკომ.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „საიდუმლოთა“ ვირტუალიზაცია მშვენიერი გამართლება იქნება იმისთვის, თუ რატომ არის განხეთქილების წევრთა  მიერ მიტაცებული ტაძრები სულ ცარიელი. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსმა ვლადიმერ ლეგოიდამ დაწერა თავის тг-არხზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის  წარმომადგენელთა პუბლიკაციების კრებულის „ონლაინ-ზიარების ფენომენის“ გამოსვლის საპასუხოდ. 

მისი აზრით, ღვთისმსახურებისა და საიდუმლოებების ონლაინ გადაყვანა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრი წარმომადგენლის ოცნებაა და „ახლა გამოსული წიგნით თუ ვიმსჯელებთ, ონლაინში გადასვლა ამ განხეთქილების „ეკლესიის“ სტრატეგიის ნაწილია“.

„ზოგადად, ეს გასაგებია: ვირტუალურ „ეკლესიას“ ვირტუალური „საიდუმლოებები“. ისევ გაჩნდება საუკეთესო გამართლება იმისა, რატომ არის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები, კანონიკური ეკლესიისგან ძალით მიტაცებულები, სულ ცარიელები. იტყვიან: „მთელი მრევლი „ვირტუალურად ეზიარება“. ის, რომ ასეთი განცხადებების შემოწმება არ ხდება, ეს განხეთქილების წევრებისთვის უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი“, - განმარტა ვლადიმერ ლეგოიდამ. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში წარადგინეს წიგნი „ონლაინ-ზიარების ფენომენი“, სადაც თავმოყრილია ამ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა პუბლიკაციები „ვირტუალური საიდუმლოებების“ თემაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ