არქ. არკადიმ ახსნა, რატომ არ დააბრუნეს ერთგულებმა ტაძარი ვინიცაში ძალით

31 July 2021 00:00
16
არქიმანდრიტი არკადი (სენჩუკოვსკი), უმე-ს ვინიცკის ეპარქიის მდივანი. ფოტო: скриншот YouTube-канала Анатолия Шария არქიმანდრიტი არკადი (სენჩუკოვსკი), უმე-ს ვინიცკის ეპარქიის მდივანი. ფოტო: скриншот YouTube-канала Анатолия Шария

იქ, სადაც აგრესიაა, სიძულვილი და ომისკენ მოწოდება- იქ უკვე ქრისტე არ არის, შეახსენა ვინიცის უმე-ს ეპარქიის მდივანმა.

ვინიცის ეპარქიის უმე-ს მორწმუნეებს შეეძლო დაებრუნებინათ მეუ-ს "იერარქის" სიმეონის (შოსტაცკი) მიერ ძალით მიტაცებული  საკათედრო ტაძარი და საეპარქიო მმართველობა ვინიცაში, მაგრამ არ გააკეთეს ეს. რატომ- ანატოლი შარის Youtube- არხისთვის კომენტარში ეპარქიის მდივანმა და 2021-დიდი ჯვაროსნული მსვლელობის  მონაწილემ, არქიმანდრიტმა არკადიმ (სენჩუკოვსკი) ისაუბრა.

არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ უმე-ს ჯვრით მსვლელობის ყველა მონაწილე, რომელიც გაიმართა კიევში 27 ივლისს, განწყობილი არიან მხოლოდ ლოცვაზე, და ეს "მესიჯია ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ მართლმადიდებელი ადამიანისთვის მთავარია ლოცვა, სხვა დანარჩენს ღმერთი დაალაგებს".

"ეკლესია-ეს ქრისტეს ორგანიზმია, ეს ქრისტეს სხეულია. იქ, სადაც არის აგრესია, სიძულვილი, და მოწოდება ომისკენ, დაპყრობისკენ- იქ უკვე ქრისტე არ არის",-თქვა მან.

ვინიცის უმე-ს ეპარქიის მდივნის სიტყვებით, სიტუაცია ოლქში ისევ რთულია, რამდენადაც ყოფილ ეპისკოპოსს ისევ აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, და ისინი მას აქტიურად ეხმარებიან. გრძელდება სასამართლო დავები ტაძრებზე, არის ასევე მიტაცების ახალი ფაქტებიც.

მაგრამ ჩვენ ყოველთვის თავს ვიცავთ, აღნიშნა არქიმანდრიტმა, და იქ, სადაც უმე-ს  თემებს არ შეუძლიათ თავისი ტაძრების დაცვა, "ჩვენ ვუთმობთ, ვლოცულობთ ქუჩაში".

"ჩვენ შემოგვთავაზეს შეგვეკრიბა ხალხი და წავსულვიყავით სიმეონის საკათედრო ტაძრის დასაბრუნებლად. განსაკუთრების პირველ ხანებში ცხელი თავები ამბობდნენ: მოდით, ახლა ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას. ან წავართვათ საეპარქიო მმართველობა, სადაც ახლა დარეგისტრირებულია მონასტერი ერთი მონაზონით.  მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. იმიტომ, რომ მეუფემ (ვინიცისა და ბარის მიტროპოლიტი ბარსონოფი,-რედ.) თქვა: ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ სამართლის მოედანზე, მივდივართ სასამართლოში, ვეძებთ ნამდვილ სიმართლეს, ძალით არაფერს არ გავაკეთებთ. და  ასე ერთგულად რჩება ის ამ საფუძველზე.

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი და ბრძნულია. ახლა უკეთესია დათმობა,  მოვა დრო, ღმერთი ჩააგონებს იმედია,ჩვენს ოპონენტებს, და ისინი მოინანიებენ, შეიცვლიან თავიანთ მსოფლმხედველობას და მიხვდებიან, რომ ქრისტიანისათვის პირველ ადგილზე ღმერთია.  თუ ქრისტიანისათვის ღმერთი პირველ ადგილზეა- ყველაფერი წესრიგში იქნება. და თუ რაღაც სხვა-ნებისმიერი, თუნდაც რომელიმე შესანიშნავი და მშვენიერი იდეა და ეს არაა ქრისტე, მაშინ უკვე წესრიგი არ იქნება",-განმარტა არქიმანდრიტმა არკადიმ.

ადრე მჟკ წერდა, რომ ვინიცაში მიტაცებული ტაძრის თემი აგრძელებს მეუ-სთან დავას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ