სერბი იერარქი: სიტუაცია კიევში საშიშია სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც
თუ არ გადაწყდა საეკლესიო სიტუაცია უკრაინაში, მართლმადიდებელი სამყარო შეეჯახება პრობლემას, რომელიც არ ყოფილა 20 საუკუნის განმავლობაში, თვლის სერბი ეპისკოპოსი.
ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება შეეჯახოს უკრაინის მსგავს პრობლემას, მაგრამ თუ სწორად გადაწყდა ის უკრაინაში, მაშინ მომავალში სხვისთვისაც იოლი იქნება, თქვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, რემესიანას ეპისკოპოსმა სტეფანემ ინტერვიუში არხისათვის «Перший козацький».
მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, გავლენას ახდენს მთელს მართლმადიდებელ სამყაროზე.
"მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა გამოარჩია უკრაინელი მართლმადიდებელი ერი, რომ მან ახლა ჭეშმარიტად უნდა უპასუხოს, თუ როგორ უნდა დაიცვას მართლმადიდებელი სამყარო,-თვა სერბმა იერარქმა.
თუ სიტუაცია აქ, კიევში გადაწყდება სწორად, კეთილად (ხოლო როგორ მოხდება ეს, ჩვენ ახლა არ ვიცით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ღმერთი შეგვეწევა), მაშინ სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც იოლი იქნება. თუ არ გამოვა- იქნება დიდი პრობლემა მართლმადიდებელ სამყაროში, როგორიც არ ყოფილა 20 საუკუნე".
"ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ არავისი არ გვეშინია",-დაამატა რემესიანას ეპისკოპოსმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რემესიანას ეპისკოპოსმა სტეფანემ და ადგილობრივი ეკლესიების სხვა იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს უმე-ში რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე.