პოროშენკოს თანამებრძოლმა შესთავაზა უმე-ს მრევლისთვის დაერიგებინათ პოლონიუმი
პოროშენკოს თანამებრძოლმა და ეკონომიკურმა ექსპერტმა განაცხადა, თუ რა უნდა დაერიგებინათ უმე-ს მორწმუნეებისთვის წყლის ნაცვლად.
2021 წლის 28 ივლისს უკრაინის ყოფილის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ეკონომისტმა ბორის კუშნირუკმა უმე-ს მორწმუნეებისთვის „ნოვიჩოკისა“ და პოლონიუმის დარიგების წინადადება წარმოთქვა. ამის შესახებ იტყობინება „სტრანა“ კუშნირუკის ფეისბუქზე დაყრდნობით.
ბორის კუშნირუკმა, რომელიც წარმოადგენს ტელეარხ „პრიამოის“ (ეკუთვნის პოროშენკოს) ხშირ სტუმარს და რომელიც ასევე მონაწილეობდა ექს-პრეზიდენტის პრაიმერში „ექსპერტის“ სახით, დაწერა, რომ კიევში ლიტანიობის მონაწილეებისთვის უნდა დაერიგებინათ არა წყალი, არამედ პოლონიუმი და ე.წ. „ნოვიჩოკი“.
„ზელენსკიმ კლიჩკოს უსაყვედურა, რომ რმე-ს (სავარაუდოდ, მხედველობაშია, უმე- რედ.) მორწმუნეებს უკრაინაში მსვლელობის დროს არ დაურიგეს წყალი. იქნება უმჯობესია მათ მივცეთ პირდაპირ პოლონიუმი, „ნოვიჩოკი“? - იკითხა კუშნირუკმა.
„სტრანაში“, აღნიშნეს, რომ „ლიდერის პოსტმა ნახევარი საათის მანძილზე სულ 35 მოწონება და სამი მისაღები კომენტარი მოაგროვა“.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ში კომენტარი გააკეთეს პრეზიდენტის სიტყვებზე ლიტანიობაში მონაწილეთათვის წყლის ნაკლებობის შესახებ.