მიტ: უკრაინაში მხოლოდ უმე არის მთავარ ვლადიმირის მემკვიდრეობის წარმმართველი
მიტ.ანტონმა გააკეთა გამოცემის პრეზენტაცია,რომელიც მომზადდა კსადს-ის პედაგოგების მიერ,რომელშიც წარმოდგენილია ობიექტური კვლევები საეკლესიო სტრუქტურების მემკვიდრეობითობაზე.
თუ ობიექტურად შევხედავთ ისტორიას, უკრაინაში მხოლოდ ერთი ეკლესიაა, რომელიც მემკვიდრეობითობას წმინდა მთავარ ვლადიმირისგან იღებს - ესაა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ამის შესახებ განაცხადა უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) 2021 წლის 28 ივლისს კიევ-პეჩორის მიძინების სახელობის ლავრაში გამართულ ბრიფინგზე.
იერარქმა პრეზენტიაცია გაუკეთა წიგნს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: ისტორიის ეტაპები“, რომელიც მომზადდა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის (კსადს) პედაგოგების მიერ და რომელიც გამოიცა კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის 1033 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების წინ. მისი სიტყვებით, წიგნში წარმოდგენილია მაქსიმალურად ობიექტური კვლევები უკრაინაში საეკლესიო სტრუქტრების მემკვიდრეობითობის თაობაზე.
„თუ, ხაზს ვუსვამ, ობიექტურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ უკრაინაში მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მემკვიდრეობითობას წმინდა მთავარ ვლადიმირისგან იღებს - ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა. ისტორიის მანძილზე ჩვენი ეკლესია სხვადასხვაგვარად იწოდებოდა, მაგრამ სწორედ უმე წარმოადგენს კიევის მიტროპოლიის მემკვიდრეს, რომელიც კიევის რუსეთის მიერ მართლმადიდებლობის მიღებისთანავე წარმოიქმნა. არსებობს ბევრი სტრუქტურა, რომელსაც ასევე ეწოდება მართლმადიდებლური, ქრისტიანული, მაგრამ ასეა თუ ისე, თუ ისტორიაში ჩავიხედებით, დავინახავთ, რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის ნაწილი, რომელიც ამა თუ იმ დროს დედა-ეკლესიას გამოეყო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ XX საუკუნეს -XXI საუკუნის დასაწყისს, არამედ მთელს ისტორიას. ასე, მაგალითად, 1596 წელს მართლმადიდებლური ეპისკოპატის ნაწილი უნიაში შევიდა და ამ სტრუქტურას „დიდხანს ეწოდებოდა უნიატური ეკლესია და მხოლოდ XIX საუკუნეში ეწოდა მას ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია. ანუ მართლმადიდებლები, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთ მართლმადიდებლურ რწმენაზე“.
XX საუკუნეში წარმოიქმნა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია (უამე) – „თუმცა, ეს ასევე არის იმ მღვდლებისა და თვითმარქვია ეპისკოპოსების ნაწილი, რომლებიც განუდგნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“ და ა.შ. კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე (კ)), რომელიც „ასევე არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, რომელიც განხეთქილებაში წავიდა“.
2018 წელს ორი განხეთქილებაში მყოფი ჯგუფი გაერთიანდა და შეიქმნა ე.წ. მეუ, გააგრძელა მიტროპოლიტმა ანტონმა. და მტკიცება, რომ მეუ უკვე თითქოს 1033 წლისაა „ეს, რბილად რომ ვთქვათ, არის სიცრუე: ისინი 30 წლისაც არ არიან“.
„არის მხოლოდ ერთი ეკლესია უკრაინაში, რომელსაც აქვს ხანგრძლივი, დიდებული ისტორია - ესაა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც დღეს მართავს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. ეკლესია, რომელიც ერთგულია საეკლესიო კანონების, მართლმადიდებელი რწმენის.
ჩვენ ვიცით, რომ არის სიტუაციის შეცვლის სხვადასხვაგვარი მცდელობა განსხვავებული იდეოლოგიური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის ქვეშ. იქმნება ახალი იდეოლოგიები, თავად მართლმადიდებლობის ახლებური ხედვა. თუმცა, მსოფლიო მართლმადიდებლობის დიდი ნაწილი მაინც იჟინებს თავის ისტორიას, თავის კანონებს. და ამიტომაც ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს დღესასწაულს - და გუშინაც ლიტანიობაზე და დღესაც, საღვთო ლიტურგიაზე, ჩვენთან ერთად ზეიმობენ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები“, - შეაჯამა უმე-ს საქმეთა მმართველმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე მიტროპოლიტმა ანტონმა გვამცნო, რომ ღონისძიებებზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მონაწილეობით, თუ ის მაინც ჩავა უკრაინაში, უმე-ს ოფიციალური წარმომადგენლები არ იქნებიან.