საქმეთმმართველი: ღონისძიებაზე ფანარიონთან ერთად უმე-ს წევრები არ იქნებიან

28 July 2021 23:44
12
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: news.church.ua ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: news.church.ua

მიტროპოლიტმა ანტონმა ისაუბრა რატომ არის უმე უკრაინაში პატრიარქი ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგი.

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას პატრიარქი ბართლომეს დასახვედრად გამართულ ღონისძიებაზე, თუ ის მაინც ჩამოვა უკრაინაში, განაცხადა ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონმა ჯვარით მსვლელობის დეტალების შესაჯამებლად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც გაიმართა კიევის წმინდა მიძინების სახელობის ტაძარში.

youtube-არხზე «Перший Незалежний» - ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში უმე-ს საქმეთმმართველმა აღნიშნა, რომ უმე წინააღმდეგია უკრაინაში ფანარიონის ვიზიტის, იმ ზიანის გამო რომელიც პატრიარქმა ბართლომემ მიაყენა უკრაინას. «ჩვენ ვთვლით რომ პირადად პატრიარქი ბართლომე არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში ბოლო წლების მანძილზე. იგულისხმება ეკლესიების მიტაცება, მორწმუნეთა დარბევა, ცემა. დიდი ზიანი მიადგა უკრაინას. ათასობით ადამიანი დაზარალდა. ამიტომაც ჩვენი მორწმუნეები გაოგნებული იქნებიან თუ უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის რომელიმე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იგეგმება ფანარიონის მეთაურის ვიზიტის დროს.», – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

როგორც მჟკ წერდა, ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შემდეგ ველოდებით უმე-ს დისკრიმინაციის ახალ ტალღას, თვლის კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ