დიდ ლიტანიობაში მონაწილეობდა 350 000-ზე მეტი მორწმუნე, - უმე

28 July 2021 23:30
9
ჯვარით მსვლელობა, 27.07.21. ფოტო: тг-канал епископа Виктора (Коцабы) ჯვარით მსვლელობა, 27.07.21. ფოტო: тг-канал епископа Виктора (Коцабы)

დიდი ლიტანიობის - 2021 წინასწარი გაანგარიშება გააჟღერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი).

დიდ ლიტანიობაში, რომელიც შედგა კიევში 2021 წლის 27 ივლისს რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავის  დღესასწაულთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღო  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 350 ათასზე მეტმა მორწმუნემ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აუწყა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი).

„დღეს ლიტანიობაში მონაწილეობა მიიღეს 350 ათასზე მეტმა მომლოცველმა. ეს თავდაპირველი გაანგარიშებაა: ჩვენ უკვე დავიწყეთ ღვთისმსახურება, ნახევარი ღვთისმსახურების გასვლის მერე ხალხი კვლავ  მოდიოდა ვლადიმერსკის გორკიდან“, - თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა კიევო-პეჩერის ლავრის ბრიფინგზე, რომელსაც ტრანსლირებდა «Перший Незалежний».

მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზი გაუსვა, რომ ეს წინასწარი გაანგარიშებაა და ის დარწმუნებულია, რომ რეალური რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდეს. 

შეგახსენებთ, 2021 წლის 27 და 28 ივლისს კიევში იმართება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავს ეძღვნება. დღესასწაულზე ჩამოვიდნენ მორწმუნეები უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან, აგრეთვე მორწმუნეები მონტენეგროდან და საქართველოდან. პარაკლისის შემდეგ ვლადიმერსკაიას გორკაზე სამღვდელოებამ  და მორწმუნეებმა ჩაატარეს ლიტანიობა კიევო-პეჩერის ლავრაში სასწაულმოქმედი ხატებითა და წმინდა თავად ვლადიმერის ნაწილებით.  

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აწარმოებდა დიდი ლიტანიობის - 2021 ონლაინ-ტრანსლიაციას. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ