ფანარის მეთაურის ვიზიტი უმე-ს ტერიტორიაზე შეჭრაა, - ექსპერტი
უმე-ს ხელმძღვანელობა არ მალავს,რომ ბართლომეს ჩამოსვლას უკავშირებს იმედებს უმე-ს გაერთიანებების „გადასვლების“განახლებასთან დაკავშირებით მეუ-ში,აღნიშნა ალექსეი სმირნოვმა.
რელიგიათმცოდნე ალექსეი სმირნოვი არხის Перший Незалежний პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს უკრაინაში ვიზიტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევის გარეშე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრაა.
„ეს შეჭრაა სხვის საეკლესიო კანონიკურ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ, საეკლესიო წესების თანახმად, თუ სხვა ადგილობრივი ეკლესიის იერარქს უკრაინაში ჩამოსვლა სურს, მან ვიზიტი უნდა შეათანხმოს უკრაინის საეკლესიო კანონიკურ ხელისუფლებასთან. რადგან ეს არ მოხდა, ამიტომ ეს არის არამეგობრული, აგრესიული ნაბიჯი კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან“, - აღნიშნა ალექსეი სმირნოვმა.
მისი სიტყვებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლას უკავშირებს იმედებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების „გადასვლების“ განახლებასთან დაკავშირებით უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში.
„პრაქტიკულად, ეს ტაძრების მიტაცებები და კონფესიათაშორისი კონფლიქტების გამძაფრებაა. ისინი (უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში - რედ.) ლაპარაკობდნენ გადასვლების მეორე ტალღაზე. თუ ეს ისე მოხდა, როგორც პირველი ტალღის დროს (2019 წლის პირველი ნახევარი - რედ.), ჩვენ ვიხილავთ ტაძრების მიტაცებას, მორწმუნეთა ცემას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დისკრიმინაციის სხვა ფორმებს“, - დაამატა ექსპერტმა.