სვიატოგორსკის ლავრის საძმო მეუფე არსენის დატყვევების შესახებ: ეს წამებაა

10 August 16:41
7576
სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра

ორი დღე-ღამის განმავლობაში მეუფეს  სულ 4 საათი ეძინა.

8 და 9 აგვისტოს სლავიანსკის საქრაიონული სასამართლოს სხდომისთვის სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის (იაკოვანკო) კონვოირებას 16 საათი დაჭირდა. როგორც სვიატოგორსკის მონასტრის საძმო აცხადებს, ასეთ ქმედებებს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „შეგნებული და მიზანდასახული წამება“.

მონასტრის პრეს-სამსახურში ყვებიან, რომ დაცვის მხარემ წინასწარ გააგზავნა სასამართლოში განცხადება თხოვნით, რომ სხდომა 8 აგვისტოდან 9 აგვისტოზე გადაიტანონ, რადგან მასზე მეუფის ყველა ადვოკატი ვერ დაესწრებოდა. თუმცა 8 აგვისტოს მაინც მოხდა მეუფე არსენის კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის სასამართლოში.

„ერთ მხარეს კონვოირებას ნახევარი დღე ჭირდება. საგამოძიებო იზოლატორიდან გამოსვლა ხდება დილის 6 საათის შემდეგ. ადგომა საჭიროა მანამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. შემდეგ - მგზავრობა საპატიმრო ავტომობილის პირობებში, თანაც გზაში მიტროპოლიტ არსენს არც საჭმელი მისცეს, არც წყალი. ქ. დნეპრში დაბრუნება, იგივე პირობებში, დასრულდა 23:30. მთლიანობაში მეუფემ 8 აგვისტოს თითქმის 16 საათის განმავლობაში იმგზავრა საპატიმრო ავტომობილით“, - ასე აღწერენ სიტუაციას მონასტერში.

აღნიშნულია, რომ კონვოირება განმეორდა 9 აგვისტოს (იგივე პირობებში) - ახლა უკვე სხდომაზე უშუალო მონაწილეობისთვის. ამიტომ, აღნიშნული  გადაადგილებების გამო, 8-9 აგვისტოს ღამეს მიტროპოლიტ არსენს სულ 4 საათი ჰქონდა დასვენებისთვის.

„სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის მიმართ მსგავს ქმედებებს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს შეგნებული და მიზანმიმართული წამება“, - განაცხადა ლავრის საძმომ. 

თავად 9 აგვისტოს სხდომა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა  და ამ დროის განმავლობაში მეუფე სულ „ბოქსში“ იმყოფებოდა. ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მეუფის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, ნება დართეს მისთვის ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული ნაწილი გადაეცათ.

როგორც მჟკ წერდა, ამ დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  მიტროპოლიტ არსენის საქმე დახურულ რეჟიმში წარმართულიყო, ხოლო საკითხი მეუფის საპყრობილეში ყოფნის შესახებ მოსამართლეს არც კი განუხილავს. სასამართლომ აგრეთვე იგნორირება გაუკეთა მეუფე არსენის  და ადვოკატთა თხოვნას, რომ ყოველ ჯერზე არ მოხდეს მისი კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში, არამედ ნება დართონ, რომ სხდომებს ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწროს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ