სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმე დახურულ რეჟიმში განიხილონ

10 August 16:22
2929
სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра

საკითხი მეუფის საპყრობილეში ყოფნის შესახებ მოსამართლეს არც კი განუხილავს.

სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში 2024 წლის 9 აგვისტოს გაგრძელდა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, იუწყება მონასტრის პრეს-სამსახური.

სხდომის დროს, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, მეუფე იმყოფებოდა „ბოქსში“. სასამართლოს დარბაზში მის მხარდასაჭერად  სვიატოგორსკის ლავრის საძმო და სოფ. ადამოვკას წმინდა იოანეს სახელობის მონასტრის დედები მოვიდნენ.

„მიუხედავად მეუფის საპყრობილეში ყოფნის საკითხის უპირველესად გადაჭრის აუცილებლობისა, ეს საპროცესო პროცედურა მოსამართლის მიერ არც კი დაწყებულა, - დაწერეს სავიატოგორსკის ლავრაში. მაგრამ  მოსამართლემ სასწრაფოდ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურულ რეჟიმში ჩატარების შესახებ და ამით საზოგადოებრიობას ჩამოერთვა შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს სასამართლო პროცესს“.

იუწყებიან, რომ სასამართლომ აგრეთვე იგნორირება გაუკეთა მეუფე არსენის  და ადვოკატთა თხოვნას, რომ ყოველ ჯერზე არ მოხდეს მისი კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში, არამედ ნება დართონ, რომ  სხდომებს  ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწროს.

შემდეგი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა შედგება 13 აგვისტოს.

ლავრა აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს სხდომა 8 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთი ადვოკატი ამ დღეს სხვა სასამართლო წარმოებებში იყო  ჩართული, დაცვის მხარემ წინასწარ გააგზავნა სასამართლოში განცხადება თხოვნით სხდომის 9 აგვისტოს გადატანის შესახებ.

როგორც მჟკ წერდა, მიტროპოლიტ არსენის სამყრობილეში ყოფნის ორი თვის ვადა 22 ივნისს ამოიწურა, მეუფეს უკვე თითქმის ორი თვეა უკანონოდ ამყოფებენ საგამოძიებო იზოლატორტში.  უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა საკითხებში უფლებამოსილმა პირმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან დაავალა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის საგამოძიებო იზოლატორში უკანონო დაკავების ფაქტის შემოწმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ