სახალხო დეპუტატმა განმარტა, თუ რატომ აღარ იცავენ ეკლესიას უსიკი და ლომაჩენკო

10 August 15:11
6729
ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლრმაჩენკო. ფოტო: prsport.net ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლრმაჩენკო. ფოტო: prsport.net

დმიტრუკის მტკიცებით, უმე-ს სახალხოდ მხარდაჭერა დღესდღეობით არც თუ ისე უსაფრთხოა.

სახალხო დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა ჩამოთვალა შესაძლო მიზეზები იმისა, თუ სპორტსმენები ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლომაჩენკო, რომლებიც ადრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად გამოდიოდნენ, ამას ახლა აღარ აგრძელებენ. ამის შესახებ ის ყვებოდა პირდაპირ ეთერში, როდესაც პასუხობდა  YouTube-არხის ჟურნალისტის ალექსანდრე შელესტის კითხვას.

დმიტრუკის აზრით, სპორტსმენთა ასეთი არააქტიური პოზიცია მათ გარემოცვასთან იყო შეთანხმებული.

„ისინი თვლიან, რომ დღეს ეს სწორია. შეიძლება მათ რაღაც შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ მომავალზე“, - ამასაც  ვარაუდობს სახალხო დეპუტატი და მიუთითებს, კერძოდ,  უსიკისა და ზალუჟნის შეხვედრაზე ბრიტანეთში ცოტა ხნის წინ.

მისი სიტყვებით, ის ხალხი, ვინც დღეს უკრაინაში უმე-ს იცავს, თავის შესაძლებლობებში და ქმედებებში შეზღუდულია და დიდი რისკის ზონაში იმყოფება.

„ნებისმიერ დღეს ისინი შეიძლება გახდნენ „ხალხის მტრები“ და 15 წლით ციხეში ჩასხდნენ“, - დაამატა პოლიტიკოსმა.

არტემ დმიტრუკმა გაიხსენა სიტუაცია, როდესაც ვასილ ლომაჩენკოს ინსტაგრამში თავს დაესხნენ მარტო იმიტომ, რომ მან მიტროპოლიტ ლონგინოზთან (ჟარი) საერთო ფოტო გამოაქვეყნა. 

სახალხო დეპუტატმა აგრეთვე ივარაუდა, რომ მსოფლიოში ცნობილ სპორტსმენებზე  გავლენას ემოციური მხარე ახდენს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ვასილი ლომაჩენკო, უსიკი და დღევანდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებია, მხოლოდ დადებით ემოციებს არიან შეჩვეულები, რომლებსაც მათ მოქალაქეები ანიჭებენ - სიხარულს, მადლიერებას და ა.შ.“, - თქვა მან.

სახალხო დეპუტატის აზრით, დღეს უმე-ს საჯაროდ მხარდაჭერა არც თუ ისე უსაფრთხოა, ამან შეიძლება  არა მარტო სპორტსმენთა კარიერა დააზიანოს, არამედ მათ სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.

„როდესაც ამა თუ იმ ნეგატიურ ასპექტზე ვლაპარაკობთ, შესაძლებელია მოგკლან კიდევაც ამის გამო (მაგალითად, თქვენ იცით, რომ მე მუდმივად მემუქრებიან და სადღეღამისო დაცვის ქვეშ ვიმყოფები და ა.შ.), მთავარია გვესმოდეს, თუ რამდენად საჭიროა ეს ჩვენთვის და რას მოგვცემს... თუმცა, როგორც  მორწმუნე ადამიანმა, შენი რწმენის დასაცავად რაღაცეები  გვერდზე უნდა გადადო და ბოლომდე იარო  იმით, რაც გაგაჩნია - უფალი და შენი რწმენა. ეს არის ერთადერთი, რაზეც შენს ცხოვრებაში უარს ვერ იტყვი. სხვა ყველაფერი ცვალებადია, ხოლო რწმენა და უფალი მარად შენთან არს. რა თქმა უნდა, თუ შენ ეს გზა აირჩიე და შენთვის ის წმინდაა“, - დაასრულა არტემ დმიტრუკმა თავისი აზრი.

როგორც მჟკ წერდა, დმიტრუკი ამბობდა, რომ ეკლესია „ფსონს დებს“ არა პოლიტიკოსებზე, არამედ მხოლოდ ღმერთზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ