ათონის მთაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე რამდენიმე ბიძგი დაფიქსირდა
ათონელები იუწყებიან, რომ მსგავსი რამ წმინდა მთაზე პირველად მოხდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათონის მთაზე არაერთი ბიძგები დაფიქსირდა. ვებგვერდის ekathimerini-ის ცნობით, ხუთშაბათს საღამოს, 8 აგვისტოს, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ათონის სამონასტრო თემში ორი მიწისძვრა მოხდა.
პირველის ბიძგის სიმძლავრე იყო 3,5 მაგნიტუდა, რასაც რამდენიმე წამის შემდეგ მოჰყვა მეორე მიწისძვრა 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის.
თესალონიკის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური სადგურის ცნობით, ეპიცენტრი მდებარეობდა კარიესსა და ურანუპოლისს შორის, იმავე ფოკუსურ ზონაში, რომელიც ბოლო ათი დღის განმავლობაში სეისმური აქტივობის წყარო იყო. ორივე მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტის სიღრმით იყო შეფასებული.
მჟკ-ის წყაროები წმინდა მთაზე იტყობინება, რომ ბიძგები თითქმის ყოველდღე იგრძნობოდა ორი კვირის განმავლობაში. ათონის მკვიდრნი ამბობენ, რომ მსგავსი ფენომენი პირველად დაფიქსირდა.
როგორც მჟკ წერს, საბერძნეთის ხელისუფლება აპირებს ათონის მთაზე წმინდა პანტელეიმონის მონასტრის გაწმენდას.