27 ივლისს ლიტანიობაში მონაწილეობით ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს რწმენას,- იერარქი

25 July 2021 23:20
12
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

კიევში ჯვრით მსვლელობის დროს  ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, უმე როგორ აერთიანებს უკრაინის ყველა რეგიონს, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულებზე თავისი მონაწილეობით მორწმუნეებმა შეძლეს დაემტკიცებინათ თავისი რწმენის სიმტკიცე და დაემოწმებინათ ერთიანობა, აღნიშნა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Facebook-გვერდზე.

"ერთი ეკლესია,-დაწერა იერარქმა. -ერთი ქრისტე. ერთი ხალხი. ერთი ქვეყანა. და ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანთან!

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია-ერთადერთია, და ყოველი ჩვენთაგანი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. სწორედ ჯვრით მსვლელობისას კიევში ჩვენ შევძელით ნათლად დაგვენახა, რომ ეკლესია აერთიანებს  ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. და არავითარ სხვადასხვა წარმომავლობის ძალას და შიდა ან გარე გარემოებებს არ შეუძლიათ დაარღვიონ ჩვენი ერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა შეგვკრიბა ქრისტემ მის ირგვლივ, გამოვისყიდული ვართ მისი ძვირფასი სისხლით და გაერთიანებული მის ევქარისტიაში".

მეუფე ვიქტორმა გაიხსენა, რომ 27 ივლისს 13:00 ვლადიმერის გორაკზე სადღესასწაულო სამადლობელ ლოცვას უხელმძღვანელებს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსებისა და   მრავალრიცხოვანი სამღვდელოების თანხლებით. ლოცვის შემდეგ ჩატარდება მსვლელობა ჯვრით კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც მისვლისთანავე დაიწყება საერთო ღამისთევა. შემდეგ დღეს, 28 ივლისს, წინამძღვარი ჩაატარებს სადღესასწაულო წირვას ლავრის მიძინების ტაძრის წინ. დასაწყისი 9:00.

"ჯვრით მსვლელობაში და სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში ჩვენი მონაწილეობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი მტკიცე რწმენა ქრისტეში და დავამტკიცეთ ჩვენი სახალხო ერთობა ღმერთის წინაში",-აღნიშნა ეპისკოპოსმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ