ვოლინში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მღვდლის ოჯახის მუქარის ფაქტზე
სოფელ სადოვში 2019 წლის თებერვალში ტაძრის მიტაცების შემდეგ უმე-ს მღვდელმსახურის ვლადიმერ მელესის ოჯახი რეგულარულად განიცდის თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან.
2021 წლის 21 ივლისს ლუცკის საქალაქო რაიონულმა სასამართლომა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სატელეფონო მუქარების ფაქტზე ვოლინსკის ეპარქიის დეკანოზის, ვლადიმერ მელესისა და მისი ოჯახის მიმართ, იუწყება ვოლინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ივლისს დეკანოზ ვლადიმერ მელესიასთან და დედაოსთან შემოდიოდა მუქარის ზარები დაეტოვებინათ საეკლესიო სახლი სოფელ სადოვში 12 ივლისამდე, სადაც მღვდემსახური ცხოვრობს ოჯახთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში "კარგი ადამიანები კარგი ადგილებიდან დაიწყებენ "მოქმედებას". მღვდელმსახურმა საუბრები ჩაიწერა და მიმართა პოლიციას.
ვოლინსკის ეპარქიაში თხოვენ ყველას, ვინც ხმით გამოიცნო დამნაშავე, ჯილდოის სანაცვლოდ შეატყობინონ პოლიციას ან ვოლინსკის უმე-ს ეპარქიის ხელმძღვანელობას.
სოფელ სადოვში 2019 წლის თებერვალში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიტაცების შემდეგ უმე-ს მღვდელმსახურის, დეკანოზ ვლადიმერ მელესიას ოჯახი რეგურალურად განიცდის თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან.
აქტივისტები ცდილობენ გამოასახლონ მამა ვლადიმერი საეკლესიო სახლიდან, სადაც ის ცხოვრობს და ოფიციალურადაა დარეგისტრირებული ცოლთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. სხვადასხვა დროს მათი ქმედებებით დაზარალდნენ 16-წლის მღვდელმსახურის შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, დეკანოზი ვლადიმერ მელესი ედავება მეუ-ს თემის ქმედებებს, რომელიც ცდილობს გამოასახლოს მისი ოჯახი საეკლესიო სახლიდან ვოლინსკის ოლქის სოფელ სადოვში.