უმე-ს მრავალდღიანი ლიტანიობა გაიმართება ზდოლბუნოვიდან პოჩაევოს ლავრამდე

23 July 2021 00:30
25
პოჩაევოს წმინდა მიძინების ტაძარი. ფოტო: страница Ровенской епархии УПЦ в Facebook. პოჩაევოს წმინდა მიძინების ტაძარი. ფოტო: страница Ровенской епархии УПЦ в Facebook.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლიტანიობა როვენის ეპარქიიდან, რომელიც  პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემას მიესადაგება, გაიმართება 29-31 ივლისს.

2021 წლის 29-31 ივლისს, როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტ ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ზდოლბუნოვიდან პოჩაევოს მიძინების ტაძრამდე  გაიმართება ლიტანიობა, რომელიც პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემას მიესადაგება, იუწყება თავის Facebook-გვერდზე როვენის ეპარქია.

29 ივლისს, ლიტანიობის დაწყებამდე, ღამის 2 საათზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ეკატერინეს ტაძარში ზდოლბუნოვოში აღესრულება საღმრთო ლიტურგია, რომლის დასრულების შემდეგ, დილის 5 საათზე, მომლოცველები დაიწყებენ მსვლელობას.

ლიტანიობის დროს გათვალისწინებულია 2 ღამისთევა - დუბნოში და ონიშკოვცევში. პოჩაევოს ლავრაში ჩამოსვლა ივარაუდება 31 ივლისს, სადაც მომლოცველები დარჩებიან მთელი ღამე. პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატისადმი მიძღვნილი დღესასწაული ჩატარდება 5 აგვისტოს.

ლიტანიობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მრავალდღიანი მომლოცველობისას საჭიროა მორგებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, ჰიგიენის საშუალებები, სამედიცინო საშუალებები, ტანსაცმლის სათადარიგო კომპლექტი. საორგანიზაციო  საკითხებზე შეგიძლიათ დაურეკოთ დეკანოზ ალექსანდრეს ტელ. 0976723201 ან  0502025532.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კიევის ოლქში ტარდება ლიტანიობა ხატით „მიჰხედე სიმდაბლესა“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ