იღუმენია სერაფიმამ ბერ-მონაზვნების კრებაზე ისაუბრა სავანეზე თავდასხმაზე

23 July 2021 00:40
64
ოდესის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქალთა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია სერაფიმა. ფოტო: monasterium.ru ოდესის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქალთა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია სერაფიმა. ფოტო: monasterium.ru

ოდესის დედათა მონასტრის წინამძღვარმა პოჩაევოში მონაზვნების ყრილობაზე გაიხსენა  ზეწოლა უმე-ს სავანეზე 2014 წლის შემდეგ.

ოდესის მთავარანგელოზ მიქაელის დედათა მონასტრის იღუმენიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონთა ყრილობაზე, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს მიძინების ლავრაში, ისაუბრა მონაზვნობის როლზე მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში და  უმე-ს სავანეზე თავდასხმის შესახებ 2014 წლის შემდეგ, იუწყება  «Монастырский вестник».

თავის გამოსვლაში თემაზე:"მონაზვნობა-კანონიკური მართლმადიდებლობის საყრდენი" დედა სერაფიმამ გაიხსენა მონაზვნობის  ,როგორც მართლმადიდებლური კანონებისა და მისი სიწმინდის დამცველის განსაკუთრებული როლი. კერძოდ, მან ისაუბრა იმაზე, რომ კიევ-პეჩერის ლავრისა და პოჩაევოს მონასტრის  ძმებმა მიიღეს ძირითადი დარტყმა უნიის შეტევის დროს. " დადგა ბერძნულ-კათოლიკურ  შეტევაზე წინააღმდეგობის სათავეში,   მისი მოგერიების შეიარაღებული ორგანიზების ჩათვლით, კაზაკების,მართლმადიდებელი ძმებისა და ღვთისნიერი ხალხის  დახმარების შემწეობით",- გაიხსენა წინამძღვარმა.

იღუმენია სერაფიმამ ისაუბრა ბოლშევიკების მხრიდან ეკლესიებზე თავდასხმების შესახებ XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ღვთისმებრძოლები ცდილობდნენ გაენადურებინათ კანონიკური წესრიგი სახელმწიფოებრივი ჩარევის გზით "ჯიბის" ცრუიერარქიის და ცრუ ეკლესიის  შექმნისათვის. მან აღნიშნა, რომ ახლა მეუ-ს შექმნით ამჟამად მიმდინარეობს ანალოგიური მოვლენები. "დღეს სიტუაცია დიდად არ განსხვავდება იმ მზაკვარი დროისაგან,-თვლის დედა სერაფიმა.- ალბათ, ჩვენს ეკლესიას არასდროს არ გადაუტანია ასეთი დახვეწილი შეტევა მის კანონიკურ საფუძველზე, როგორიც ხორციელდება ამჟამად მეუ-ს ადეპტების მხრიდან. ასეთი ჭეშმარიტად მზაკვრული ხრიკები და ქმედებები მის მიმართ ხორციელდებოდა მხოლოდ ბოლშევიკების მიერ".

მონასტრის წინამძღვარმა გაიხსენა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც სქიზმატიკოსი ფილარეტის წაქეზებით ხელისუფება გახდა მისი მოკავშირე და ყველა განსხვავებული აზრის მქონეს თავს დაატეხა რეპრესიები, ზოგჯერ ბოლშევიკების მხრიდან ეკლესიების დევნის ძალიან მსგავსი, ჭეშმარიტად  მონაზვნობამ დაიცვა კანონიკური ეკლესია უკრაინაში. "გუშინდელი უკრაინის კომპარტიის ხელმძღვანელები უცებ გახდნენ მხურვალე პატრიოტები და კანონიკური მართლმადიდებლობის ახალი მდევრები. თუმცა ყველა მათი მცდელობა დაინგრა, როგორც კლდეზე, მრავალი იერარქის მტკიცე პოზიციაზე, მონასტრებისა და მონაზვნების, ღვთისმსახურებისა და მორწმუნეების აბსოლუტურ უმრავლესობაზე",-გაიხსენა დედა სერაფიმამ.

ოდესის მონასტრის წინამძღვარმა ისაუბრა, 2014 წლის მაიდანის შემდეგ მრავალი ჩვენი დედათა მონასტრების დედაოებმა გადაიტანეს მთელი რიგი განსაცდელი: მუქარა, აგრესია, თავდასხმები."მარტო ის რად ღირდა ე.წ. იარაღის ძებნა კორეცკის მონასტერში!  ზიმნენსკის სავანეში მონაზვნები ყოველდღე ელოდებოდნენ შტურმს. ყველა მონასტრისათვის რთული  იყო. მაგრამ გადავლახეთ უფლის წყალობით!",-აღნიშნა მან. ასევე ისაუბრა კიევ-პეჩერის ლავრის ხელყოფაზე როგორც ადრე ფილარეტის მხრიდან, ასევე ახლა მისი მიმდევრების მხრიდან. "თავდასხმები ლავრაზე იმ დროიდან ფაქტიურად არასდროს არ შეწყვეტილა , მხოლოდ დროდადრო ჩაწყნარდებოდა ხოლმე. ვინ არ თავდასხმია ლავრას! ფილარეტიც, ეპიფანეც, ასევე ევსტრატი ზორიაც, კონსტანტინოპოლიც, ხელისუფლების მქონენი, და რადიკალები",- განაცხადა იღუმენიამ. 

დედა სერაფიმა თვლის, რომ უმე-ს სამი ლავრა, როგორც ციხე-სიმაგრე აერთიანებს უკრაინას: აღმოსავლეთს და დასავლეთს - ცენტრთან. და ამის დასტურია - 2016 წლის ჯვრით მსვლელობა პოჩაევოდან კიევ-პეჩერის წმინდა მთაზე. "გასაკვირი არაა, რომ ჯოჯოხეთის ყველა ძალა აღუდგა მაშინ ამ მსვლელობას ჯვრით!  საშინელი და მწარე გასახსენებელია ის მკრეხელური გამონათქვამები და ქმედებები, უძველესი სასწაულმოქმედი ხატების შებილწვის მცდელობის ჩათვლით, ჯვაროსნების მისამართით მკვლელობის მუქარები. მაგრამ  შეუძლებელია შეარყიო ჭეშმარიტი მორწმუნე!",-დაასკვნა მან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უნეტარესი უმე-ს ბერ-მონაზონთა ყრილობას: ეკლესია -ეს ძმობაა ქრისტეში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ