დეპუტატი პუშჩე-ვოდიცაში უმე-ს ტაძარზე: მოსკოვის საპატრიარქო - ჩაალაგე ბარგი
ბობროვსკაია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს, თუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 2021 წლის სექტემბერში არ დატოვებს სამრეკლოს შენობას.
პარტია «Голос»-ის სახალხო დეპუტატმა სოლომია ბობროვსკაიამ თავის Facebook-გვერდზე განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა დატოვოს მოწამე იოანე მხედრის სამრეკლო, რომელიც მდებარეობს პუშჩე-ვოდიცაში ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის ტერიტორიაზე.
„მოსკოვის საპატრიარქო - ჩაალაგე ბარგი, - დაწერა ბობროვსკაიამ. - თუ სექტემბერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დატოვებს ჰოსპიტალის ტერიტორიას, თხოვნით მივმართავ პროკურატურას, რომ აღძრან სისხლის სამართლის საქმე მიწის ნაკვეთის თვითნებური მიტაცების გამო. შევეჭიდოთ ამ კლდეს. მშვიდად, მეთოდურად, კანონის დაცვით“.
პატარა ხის ტაძარი-სამრეკლო პუშჩე-ვოდიცას ჰოსპიტალთან აშენდა 2007 წლის იანვარში. თავიდან პატარა შენობა იყო, სადავ რამდენიმე ადამიანი ეტეოდა. 2010 წელს იმდროინდელი წინამძღვრის მღვდელ პავლე ტარასოვის, სანატორიუმის პაციენტებისა და მრევლის ძალისხმევით, ტაძარი გაფართოვდა. 2016 წელს ტაძარში ახალი კანკელი დადგეს.
2014 წლიდან ტაძარ-სამრეკლოს წინამძღვარი დეკანოზი ანდრის ანტოშჩუკია.
მამა ანდრიამ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარი გააკეთა იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც ამჟამად შექმნილია პუშჩე-ვოდიცის სამრეკლოს გარშემო.
„ეს ისტორია უკვე ერთი წელია გრძელდება. 2007 წელს ავღანელებმა ააშენეს სამრეკლო, რომელიც, სამწუხაროდ, ჰოსპიტალის ბალანსზე დასვეს, იმიტონ რომ იმდროინდელი წინამძღვარი მოელაპარაკა მთავარ ექიმს და მიშენება განახორციელა. 2014 წელს მოვედი აქ როგორც წინამძღვარი, ვცდილობდით არენდის გაფორმებას, მაგრამ არ გამოვიდა. ახალი მთავარი ექიმის, ქსენია ვოზნიცინას დროს, რომელიც აქ სამი წლის წინ მოვიდა, სანატორიუმი ჰოსპიტალად გადააკეთეს, გზავნიდნენ აქ „ატოშნიკებს“, ჩვენ კი გვაგდებდნენ. მათ არ სურთ არანაირ კომპრომისზე წასვლა, ამბობენ, რომ „რუსეთის ეკლესია“ აქ არ უნდა იყოს. ჩვენ ახლა ვეძებთ, სად გადავიდეთ, ფაქტიურად ქუჩაში გვაგდებენ“, - ყვებოდა მამა ანდრია.
მღვდლის სიტყვებით, ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა ითხოვდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ უკვე 1 ივლისს დატოვოს სამრეკლო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მღვდელმა მთავარ ექიმს წერილი მიწერა, მათ 1 სექტემბრამდე მისცეს დრო.
მამა ანდრია ყვებოდა, რომ ამ მომენტისთვის პუშჩე-ვოდიცას სამრეკლოს მრევლი 30-მდე ადამიანისგან შედგება, ძირითადად ისინი ჰოსპიტალთან ახლოს ცხოვრობენ. ის თვლის, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას გააგდებენ, სამრეკლო გადაეცემა უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას.
„სამრეკლოს მრევლის წევრებს ქუჩაში „ატოშნიკები“ ხვდებიან, რომლებიც ჰოსპიტალში მკურნალობენ. ჰოსპიტალში გამოაგზავნეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის კაპელანები, ჩვენ კი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს - რედ.) იქ არ გვიშვებენ. ეტყობა, ისინი კარგად მუშაობენ. ამხედრებენ ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ თუ სამრეკლოდან გაგვაძევებენ, იქ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას შეუშვებენ“, - დაამატა მამა ანდრიამ.
სიტუაცია „კონტროლქვეშ“ „მარჯვენა სექტორმაც“ აიყვანა. 22 ივნისს უკრაინის მოხალისეთა კორპუსის მარჯვენა სექტორის პირველი საშტურმო ასეულის წარმომადგენელმა დიმიტრი სავჩენკომ თავის ფეისბუქ-გვერდზე მოუწოდა თანამებრძოლებს იყვნენ „ფხიზლად, შესაძლებელია პირველივე ზარზე მოუწიოთ მობილიზება და საზიზღარი „კაცაპების“ რეაბილიტაციის სავანიდან გაძევება. ერთად დავამარცხოთ ღორისდინგიანი „კოკოშნიკები“!“
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სოლომია ბობროვსკაია ნიკიტა პოტურაევთან ერთად გახდა ფრაქციათაშორისი სადეპუტატო გაერთიანების „ერთიანი ადგილობრივი უკრაინის მართლმადოდებელი ეკლესიისთვის“ ინიციატორი. „იმ დროს, როდესაც გააქტიურდა რუსეთის ეკლესია (ახლა რწმენაზე არ არის ლაპარაკი) და ის ავრცელებს ფეიკებს კორონავირუსისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, უმნიშვნელოვანესია იმათი მხარდაჭერა, ვინც კარს არ უკეტავს ხალხს, ვინც ან საკუთარ თავს, ან ღმერთს ეძებს. და კიდევ - ეს სახელმწიფო უშიშროებასაც ეხება“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა.