ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტი შეეცადა ბოდიში მოეხადა "საიდუმლო სერობის" პაროდიის გამო
თამაშების სპიკერმა თქვა, რომ ორგანიზატორებმა მიზანს მიაღწიეს და თუ ამით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიშს იხდიან.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ,,საიდუმლო სერობის’’ პაროდიის გამო გააკრიტიკეს. აჟიოტაჟის საპასუხოდ პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ არ სურდათ ვინმეს შეურაცხყოფა, მაგრამ მიაღწიეს მიზანს. ამის შესახებ 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა ენ დესკამსმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არანაირი განზრახვა არ ყოფილა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოგვეხატა. პირიქით, მგონია, რომ თომას ჯოლის (ცერემონიის რეჟისორი - რედ.) საზოგადოების ტოლერანტობის აღნიშვნა სურდა, ეს მისი სიტყვები იყო და მაყურებლის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს მიზანი მიღწეულია. თუ ვინმე ამით განაწყენდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვართ“, - თქვა დესკამსმა.
როგორც მჟკ წერდა, რკე-ის საფრანგეთის ეპისკოპოსმა სინანული გამოხატა „ქრისტიანების დაცინვისა და დამცირების“ სცენების გამო. ბევრმა გამოჩენილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ მთელი მსოფლიოდან გამოხატა აღშფოთება ამ ტრავესტიის გამო. ოლიმპიურ თამაშებზე ამ ინციდენტის გამო კომპანიებმა დაიწყეს რეკლამის გაუქმება.
კვირას ცნობილი გახდა, რომ ვიდეო გახსნის ცერემონიის მთავარი მონაკვეთებით გაქრა ოლიმპიადის ვებსაიტიდან და YouTube არხიდან.