უმე-ს მღვდლები მსახურობდნენ ელადის ეკლესიის კერკირის მიტროპოლიაში
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველებმა თაყვანი სცეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნაწილებს და შეხვდნენ კერკირის მიტროპოლიტს ნექტარიუსს.
უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა 18 ივლისს წირვა ჩაატარეს ელადის ეკლესიის კერკირის მიტროპოლიის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, სადაც წმინდანის ნაწილები განისვენებენ, იუწყება თავის Facebook-გვერდზე უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების უფროსის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მღვდლებთან ერთად მსახურობდა კერკირის მიტროპოლიის ერთ-ერთი კლირიკოსი.
საბერძნეთში სამლოცველო ვიზიტის ფარგლებში, მომლოცველებმა მამა ნიკოლოზისა და კიევის წმ. სპირიდონის ტაძრის მოძღვრის დიმიტრი ბადიუკის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში და თაყვანი სცეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნაწილებს. ამის შემდეგ ისინი შეხვდნენ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, კერკირის მიტროპოლიტ ნექტარიუსს.
წმინდა სპირიდონის ტაძარი კერკირის მიტროპოლიის მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც კუნძულ კორფუს ქალაქ კერკირის ცენტრში მდებარეობს. ნაკურთხია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელზე, რომელიც კუნძულის მფარველად ითვლება. ტაძარში დასვენებული წმინდანის ნაწილები მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე სათაყვანო სიწმინდეებად არის მიჩნეული.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რუმინეთის ეკლესიის დელეგაციამ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მონასტრები მოილოცა.