ფანარიონი: ყველა რელიგია - უამრავი ბილიკი, ერთი ღმერთისკენ მიმავალი
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი ელპიდოროფი თვლის, რომ ყველა რელიგია თანაბარია, და არ შეიძლება რომელიმე ერთი მეორის ზემოთ დაყენება.
2021 წლის 15 ივლისს აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა, ნიუ-იორკში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა რელიგია - ეს არის უამრავი ბილიკი, რომელსაც მიჰყავს ერთი და იმავე ადგილას".
მოხსენებაში თემაზე "რელიგიური ნაციონალიზმი" და "ნაციონალური რელიგია", არქიეპისკოპოსმა ელპიდოროფმა აღნიშნა, რომ აშშ-ში "დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციები ქარიზმატული ლიდერებით იყენებენ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სფეროს თავისი საკუთარი იდეების განხორციელებისათვის".
მეორე მხრივ, მან აღნიშნა, რომ ირანში არსებობს აშკარად გამოხატული "რელიგიური ნაციონალიზმი", რომელიც წარმოადგენს " თეოკრატიის მსხვილმასშტაბიან მცდელობას მოჩვენებითი უმრავლესობის მხრიდან ".
ფანარიონის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ "სახელმწიფოს სულიერი საფუძველის დანახვა - ნიშნავს საზოგადოების რელიგიური ნიშნით დაყოფის შექმნას, სულიერ აპარტეიდს თუ გნებავთ. შედეგად ვღებულობთ მონოლითურ საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუება მრავალფეროვნებას",- თვლის არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი.
მან აღნიშნა, რომ "როდესაც თქვენ ამაღლებთ ერთ რელიგიას სხვაზე, თქვენ თითქოსდა წყვეტთ, რომ არის მხოლოდ ერთი გზა, რომელსაც მიყავს მთის წვერზე".
"მაგრამ სინამდვილეში თქვენ არ ხედავთ უამრავ ბილიკს, რომელსაც მიყავს ერთი და იგივე ადგილისკენ, იმიტომ რომ თქვენ გარშემორტყმული ხართ ცრურწმენების ლოდებით, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობას აფერხებს",- დარწმუნებულია არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი.
ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაურმა სხვა რელიგიებს უწოდა "ღმერთის შვილების სიმდიდრე", ხოლო არქიეპისკოპოს ელპიდოფორის სიტყვებით, "პატრიარქი ბართლომე აბრაამის რელიგიების საზღვრებს გასცდა".