«მირიანე» ხელისუფლებას მიმართავს მოსალოდნელ ლიტანიობასთან დაკავშირებით
,,მირიანეს’’ კიევის განყოფილების უფროსმა კიევის მერს მიმართა თხოვნით ხელი შეუწყოს რუსეთის ნათლობის დღეს დანიშნულ ლიტანიობაში.
კარს მომდგარი დღესასწაულის, რუსეთის ნათლობის 1033-წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ლიტანიობის მშვიდობიანად ჩასატარებლად ,,მირიანე’’ მიმართავს კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს ხელი შეუწყოს ლიტანიობის მშვიდობიანად ჩატარებაში, რომელიც დაგეგმილია 27 ივლისს.
როგორც ორგანიზაციის ტელეგრამ არხი იტყობინება, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს მიმართა ,,მირიანეს’’ კიევის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ლუნინმა.
«27 ივლისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით ათასი მორწმუნე მთელი უკრაინიდან შეიკრიბება კიევში, ვლადიმირის მთაზე, რუსეთის ნათლობის დღესთან და კნიაზი ვლადიმირის ხსენების დღესთან დაკავშირებით. ღვთისმსახურება დანიშნულია 13:00 საათზე, მაგრამ ხალხი ვლადიმირის მთაზე შეიკრიბება დილიდან. უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მრევლი მოგმართავთ თხოვნით უზრუნველყოთ ერთის მხრივ კიევში სტუმრების კომფორტული ყოფნა, და მეორეს მხრივ – სისუფთავე და წესრიგი კიევის ქუჩებში», – ნათქვამია მიმართვაში.
«მირიანე» კიევის მმართველს სთხოვს შემდეგს:
- უზრუნველყოს კანონისა და წესრიგის დაცვა 27 ივლისის მოვლენების დროს;
- ღონისძიების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ვლადიმირის მთაზე და ვლადიმირის მთიდან კიევ - პეჩორის ლავრის მიმართულებით );
- ქალაქის კომუნალური სამსახურის გაძლიერებული მუშაობა;
- ვლადიმირის მთასა და ლიტანიობის სამარშუტო გზაზე, ვლადიმირის მთიდან კივ-პეჩორის ლავრამდე დამატებითი ურნების დადება;
- ბიო საპირფარეშოების დაყენება;
- შეძლებისდაგვარად უძრუნველყონ სასმელი წყლის წერტილების დაყენება.
შეგახსენებთ, ადრე უმე-მ გაასაჯაროვა რუსეთის ნათლობის 1033 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი დღესასწაულის დეტალები.