ვოლინის ბოროჩიჩეში მეუ-დ გადააფორმეს კიდევ ერთი უმე-ს თემი
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ბოროჩიჩეში გადავიდა მეუ-ს განკარგულებაში ვოლინის ოლქის კანონიკური ეკლესიების რეიდერული მიტაცებების ტალღის დასასრულს 2019 წელს.
2021 წლის 8 ივლისს ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავჯდომარემ იური პოგულაიკომ ხელი მოაწერა N406 განკარგულებას, რომლითაც გაატარა გადაფორმება მეუ-ს სასარგებლოდ უმე-ს კიდევ ერთი თემის- სოფელ ბოროჩიჩეს წმინდა ნიკოლოზის სამრევლოსი გაერთიანებულ ლუცკის რაიონში (ადრე გოროხოვსკის). დოკუმენტი გამოქვეყნებულია ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის საიტზე.
თვით ტაძარი გადავიდა მეუ-ს განკარგულებაში ოლქის კანონიკური ეკლესიების რეიდერული მიტაცების დასასრულს, 2019 წლის ზაფხულში. როგორც მჟკ იუწყებოდა, ტაძარი მიისაკუთრეს მეუ-ს აქტივისტებმა, რომლებმაც ისარგებლეს წინამძღვრის არყოფნით.
ამავე დროს ამ სოფელში უმე-მ შეინარჩუნა კიდევ ერთი სამრევლო, და, შესაბამისად, კიდევ ერთი, წმინდა ილიას ტაძარი. ამ თემის წინამძღვარი, ადგილობრივი მცხოვრები მამა იური ზარაფუტდინოვი ჯერ კიდევ იცავს მას "გადასვლისაგან". ამ სამრევლოს გადაფორმებაზე სსა (საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაცია) ჯერ უარს ამბობს.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ბოლო განკარგულება უმე-ს სამრევლოს გადაფორმებაზე გამოვიდა 2021 წლის 14 იანვარს და ეხებოდა სოფელ გალინოვკას უმე-ს თემს. კანონიკური ეკლესიის სამრევლოს მეუ-ს სასარგებლოდ აქტიური იურიდიული გადასვლების პერიოდის შემდეგ 2019 წლის ზამთარ-ზაფხულის სარეგისტრაციო ქმედებები, რომელიც ამტკიცებს რეიდერობას, ოლქში პრაქტიკულად არ ტარდება.
ადრე მჟკ წერდა, რომ ვოლინის სადოვში მეუ-ს აქტივისტები ემუქრებიან უმე-ს მღვდელს საეკლესიო სახლის გამო.