ვოლინელმა ქალმა უმე-ს გადასცა მიწის ნაკვეთი შვილის ხსოვნის მოსაგონებლად

10 July 2021 13:10
15
ვესიოლოეს უმე-ს თემი მსვლელობას ჯვრით აწყობს ახალი ტაძრის ირგვლივ.  ფოტო: СПЖ ვესიოლოეს უმე-ს თემი მსვლელობას ჯვრით აწყობს ახალი ტაძრის ირგვლივ. ფოტო: СПЖ

ვესიოლოეში რეიდერობისგან დაზარალებულ უმე-ს  თემში თქვეს, რომ მიწის ნაკვეთი ტაძრისათვის  შესწირა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა თავისი დაღუპული შვილის ხსოვნისათვის.

ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ ვესიოლოეში წმინდა-პოკროვის თემმა 2019 წელს, ისევე როგორც სხვა მრავალმა სამრევლომ, დაკარგა თავისი ტაძარი მეუ-ს რეიდერული ქმედებების გამო. თუმცა წლინახევრის შემდეგ სამრევლომ ააშენა ახალი ეკლესია, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

თემში მოყვნენ, რომ მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრისათვის შესწირა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომელმაც გადაიტანა პირადი ტრაგედია: ქალმა ეს გააკეთა თავისი შვილის ხსოვნისათვის.

ახალი ტაძარი ვესიოლოეში აკურთხეს ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე 2020 წლის შემოდგომას.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს ღვთისმშობლის წმინდა საფარველის თემი სოფელ ვესიოლოეში გახდა რეიდერული მიტაცების ობიექტი ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის დასაწყისში. სამრევლო გადააფორმეს მეუ-ს სასარგებლოდ 26 მარტს, ვოლინის  რამდენიმე სხვა თემთან ერთად, მაშინდელი საოლქო ადმინისტრაციის  თავჯდომარის ალექსანდრ სავჩენკოს განკარგულებით. ტაძრის მიტაცების შემდეგ უმე-ს მორწმუნეები სალოცავად გადავიდნენ კერძო ტერიტორიაზე, რელიგიური თემის მნათეს სახლში.

პირველ წირვაზე, რომელიც ჩატარდა კერძო სახლში, მივიდა 25 ზრდასრული, გარდა ბავშვებისა. თავიდან უმე-სადმი თავისი ერთგულება განაცხადა 38 ადამიანმა. აღდგომას ტაძარში, როგორც მჟკ-ს უთხრეს მორწმუნეებმა, მივიდა დაახლოებით 70 ადამიანი, წინამძღვრის ნიკოლაი ილიუკის გასაცილებლად გადასცეს 40-მდე მოსახსენებელი ბარათი. მრევლის რიცხვი, როგორც თემში აღნიშნეს, გაორმაგდა შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონე მაცხოვრებლების ხარჯზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ