რუსეთში მართლმადიდებელმა აქტივისტებმა სასამართლოში რმე-ის მოტროპოლიტს უჩივლეს
მართლმადიდებელი აქტივისტების აზრით, მიტროპოლიტმა ტიხონმა თავის გამოსვლაში სამოქალაქო ორგანიზაცია შეურაცხყო.
რუსეთში მართლმადიდებელური საზოგადოების წარმომადგენლებმა სასამართლოში უჩივლეს თავიანთ მღვდელმთავარს მისი გამონათქვამების გამო, რომლებიც შეურაცხყოფენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და ამიტომ ვლადიმერისა და სუზდალის მიტროპოლიტ ტიხონს და ვლადიმერის ეპარქიას აიძულებენ, რომ გადაუხადოს მათ 2,5 მლნ რუბლი, იუწყება რუსეთის მასმედია.
ლაპარაკია სუზდალის მართლმადიდებლური გიმნაზიის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე, რომელიც დაარსებულია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მშობლები, პედაგოგები და მართლმადიდებლური საზოგადოება რუსული ტრადიციული ზნეობრივი სკოლისთვის“ და ვლადიმერის ეპარქიის მიერ.
2023 წლის დეკემბერში ეპარქიის საიტზე გაჩნდა ვლადიმერისა და სუზდალის მიტროპოლიტის ტიხონის მიმართვა, სადაც ის აკრიტიკებდა გიმნაზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივ ორგანიზაციას. მეუფე ამტკიცებდა, რომ გიმნაზიის დირექტორმა „მოტყუებით“ გადაარეგისტრირა გიმნაზიის წესდება და გადწყვეტილებების მიღებისას ეპარქია უმცირესობაში დატოვა. მიტროპოლიტმა აგრეთვე დაადანაშაულა კონფლიქტის მეორე მხარე ინტრიგებში და კონფლიქტების ხელოვნურ გაჩაღებაში. რაც შეეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტიხონმა მას უწოდა „ადამიანი, რომელსაც ეკლესიურ სარბიელზე შელახული რეპუტაცია აქვს“.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიტროპოლიტს სასამართლოში უჩივლა და ითხოვდა მეუფე ტიხონის სიტყვების ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარებას, თანაც, მათი მოთხოვნით, ეს ექსპერტიზა ვლადიმერის ოლქის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს, ვინაიდან ის „ხალხს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს“ იმის გამო, რომ იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. მოპასუხის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ასეთი საკითხები სხვა სასამართლოების - საარბიტრაჟოს - კომპეტენციაში იმყოფება.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რუსეთში სექტოლოგებთან, რომლებიც დეკანოზ ანდრია ტკაჩოვის კრიტიკით გამოდიოდნენ, მოდის ათობით უხეში გინებების შემცველი შეტყობინება და ასობით - მუქარების შემცველი.