დუმენკომ ისაუბრა იმაზე, თუ რას გააკეთებს ბართლომე უკრაინაში

10 July 2021 19:30
22
ეპიფანე დუმენკო, პატრიარქი ბართლომე და პეტრე პოროშნკო. ფოტო: galinfo.com.ua ეპიფანე დუმენკო, პატრიარქი ბართლომე და პეტრე პოროშნკო. ფოტო: galinfo.com.ua

დუმენკომ განაცხადა, რომ ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში ატარებს , «სახელმწიფო-ეკლესიურ» ხასიათს.

მეუ-ს ლიდერმა ეპიფანე დუმენკომ ისაუბრა თუ რითი იქნება დაკავებული ფანარიონის მეთაური ეპიფანე დუმენკო უკრაინაში ვიზიტის დროს, იუწყება იუთუბ არხი «Суспільне Карпати».

დუმენკოს სიტყვებით პატრიარქი ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში არის – «სახელმწიფო -ეკლესიური» ხასიათის, იმდენად რამდენადაც «მოწვეულია ეკლესიისა და სახელმწიფო ლიდერის მიერ» «უკრაინის დამოუკიდებლობის დღის» აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ფანარიონის მეთაური მონაწილეობას მიიღებს დუმენკოსთან სადღესასწაულო ლიტურგიაზე, ხოლო შემდეგ  «შეხვდება სახელმწიფო ლიდერებს», – განაცხადა ეპიფანემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, პატრიარქი ბართლომე შეხვდება ეკლესიათა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინული საბჭოს წარმომადგენლებს, საზოგადოებას და ახალგაზრდებს.

დუმენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფანარიონის ხელმძღვანელს "მწვანე პატრიარქს" უწოდებენ და, შესაბამისად, ის მიიღებს მონაწილეობას გარემოს შენარჩუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

«ჯერ ჯერობით ყალიბდება მისი ვიზიტის ძირითადი პროგრამა. რათქმაუნდა მოსალოდნელია მისი შეხვედრა ჟურნალისტებთან», – დაამატა მეუ-ს ხელმძღვანელმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა ბართლომემ ფანარიონზე მიიღო პეტრე პოროშენკო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ