როვენის ეპარქიაში ჩატარდა ჯვრით მსვლელობა უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვით

10 July 13:00
3133
უმე-ს ლიტანია. ფოტო: УПЦ უმე-ს ლიტანია. ფოტო: УПЦ

7 ივლისის ტრადიცია, რომ სოფლის გარშემო ჯვრით მსვლელობა გაიმართოს, როვენის ოლქის მაცხოვრებლებში 30 წლის წინ წარმოიშვა.

როვენის ოლქის სოფელ ზორიაში 7 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ჯვრით მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვა აღავლინეს, იუწყება უმე-ს საიტი ეპარქიის პრეს-სამსახურის ლინკის მითითებით.

სოფელ ზორიას ირგვლივ 7 ივლისს ჯვრით მსვლელობის ტრადიცია ოცდაათი წლის წინ წარმოიშვა.

„1996 წელს ჩვენ გზაჯვარედინზე, სოფლის ერთ-ერთ ნაწილში აღვმართეთ ჯვარი. და მას შემდეგ ლოცვით გარს ვუვლით ამ სოფელს. ეს ხორბლის მოსავლის აღების წინა პერიოდია, ამიტომ მკის დასაწყისში ღვთისადმი ლოცვით ვითხოვთ შეწევნას, რომ გვქონდეს მდიდარი მოსავალი და არ იყოს შიმშილი“, - კომანტარი გააკეთა დეკანოზმა ვალერი კაპიტანიუკმა, სოფელ ზორიას წმინდა მიქაელის ტაძრის წინამძღვარმა.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობდა უამრავი სოფლის მაცხოვრებელი დიდიდან პატარამდე. მათ მოჰქონდათ ხატები, ბაირაღები, სოფელს ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ.

„მთელი გზა ლოცვით ვიხსენებდით ჩვენს მცველებს, ღვთის წყალობას ვითხოვდით მათთვის. ტაძარში კი ჩავატარეთ პარაკლისი უკრაინაში ომის დამთავრებისთვის და მუხლმოდრეკით ლოცვა აღვასრულეთ“, - ყვებოდა მამა ვალერი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ოდესის ეპარქიაში ჯვრით მსვლელობა ჩატარდა ტიხვინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულის წინადღით და მასში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ