მეუ – სულიერებასთან კავშირის არმქონე პოლიტიკური ინსტიტუტია, – დეპუტატი
ის , რომ უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესია პოლიტიზირებულია – ჟურნალისტების მიერ გავრცელებული მითია, აღნიშნა დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ.
ეკლესია უკრაინაში ნამდვილად წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს, და ეს არის – მეუ. ასეთი პასუხი გასცა რადის დეპუტატმა და უმე-ს პროტოდიაკონმა «Украинской правды» -ს ჟურნალისტს კითხვაზე უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.
«უკრაინაში ეკლესია წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს, – უპასუხა სახალხო დეპუტატმა. – ეს არის პოროშენკოსეული ეკლესია, რომელიც უკრაინაში ხელოვნურად შექმნეს. ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სულიერებასთან. ეს არის, როგორ გითხრათ, პოლიტიკური ორგანიზაცია რელიგიური დასახელებით. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია».
ის, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია შედის რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, – ეს ფაქტია, აღნიშნა ვადიმ ნოვინსკიმ, მაგრამ ის პრაქტიკუილად არის დამოუკიდებელი ეკლესია ფართო ავტონომიითა და უფლებებით.
«ჩვენ გვაქვს სულიერი კავშირი რუსეთის ეკლესიასთან და მისი გაწყვეტა არ შეიძლება. მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, – მითია. ვიცი რასაც ვამბობ. ეს მითია, რის გავრცელებასაც ძირითადად ჟურნალისტები უწყობენ ხელს, თითქოს ჩვენი ეკლესია პოლიტიზირებულია», – ხაზი გაუსვა მან.
ადრე მჟკ წერდა, რომ, ვადიმ ნოვისნსკის აზრით უკრაინაში არსებული არც ერთი ინსტიტუტი არ ფლობს იმხელა სამშვიდობო პოტენციალს, როგორც უმე.