ვატიკანმა გააკრიტიკა უკრაინაში მღვდლების მობილიზება

07 July 13:06
2704
კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი. ფოტო: vaticannews კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი. ფოტო: vaticannews

„როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ბრძოლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ადამიანების მორალურად მხარდაჭერა?’’ – გაკვირვებულია კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი.

აღმოსავლეთის ეკლესიების დეპარტამენტის პრეფექტმა, რკე-ის კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ Vaticannews-თან ინტერვიუში განმარტა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები უკრაინასთან დაკავშირებით, რომ „რწმენა არ შეიძლება გადაიქცეს ძალაუფლების ინსტრუმენტად“.

გუჯეროტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანებისთვის შეიძლება რთული იყოს კონფლიქტის დროს არ მიმართონ პოლიტიკას, მაგრამ „ხალხს არ შველის სატელევიზიო ამბები ქადაგების ნაცვლად“ და ომში მათ „იმედია სჭირდებათ ერთადერთი იმედი - ქრისტე, რომელიც მოკვდა და აღდგა“.

„იოლი არ არის იმის გაგება, როცა მღვდლებს ფრონტზე საბრძოლველად იძახებენ და სამრევლო თემებს მზრუნველობის გარეშე ტოვებენ. ვის და რას შეუძლია ამ ადამიანებს შორის გადარჩენის იმედის გავრცელება, თუ არა ლიტურგიას, ზიარებას, ლოცვას, თუ არა მღვდელს, რომელიც ნუგეშისმცემელი და დამხმარეა - ერთი სიტყვით, ღვთის სიყვარულის გარდა რას შეუძლია მათი გადარჩენა? როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ბრძოლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ადამიანების მორალურად მხარდაჭერა?” – აღნიშნა რკე-ის კარდინალმა.

მისი თქმით, ამის გასაგებად საჭიროა ღმერთის გჯეროდეს.

„და როცა რწმენა ერთგვარ ნიღაბად იქცევა, ხდება ის, რომ ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს დარწმუნებულნი, რომ ამას აკეთებენ ხალხის სასიკეთოდ, ხოლო თავად ხალხის გადარჩენა ეჭვქვეშ დგება“, - თქვა პრეფექტმა.

ვატიკანის წარმომადგენლის თქმით, ასეთი მანიპულირება მძლავრი ცდუნებაა: ხელისუფლებისთვის - ეკლესია თავის გვერდით იყოს, ეკლესიისთვის კი - უპირატესობა მოიპოვოს.

„მაგრამ სთხოვო ეკლესიას იყოს შენს გვერდით, ნიშნავს თავს სუსტად გრძნობდე“, - თქვა მან.

როგორც მჟკ წერს, ვატიკანმა განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტის“ დეკლარაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ