თუ პატრიარქი ბართლომე ჩამოვა უკრაინაში, ის დაარღვევს კანონს,-უმე-ს იერარქი
ბართლომემ იცის, რომ დაარღვევს კანონს, თუ ჩამოვა უკრაინაში, მაგრამ მას უნდა თავი გამოავლინოს როგორც უზომოდ პრივილეგირებულმა ადამიანმა, აღნიშნა ეპისკოპოსმა სილვესტრმა.
ფანარიონის მეთაური დააღვევს ქიროტონიის დროს დადებულ პირობას არაფერი არ მოიმოქმედოს სხვა ეპარქიის ტერიტორიაზე ადგილობრივი ეპისკიპოსის ნებართვის გარეშე, თუ ჩამოვა უკრაინაში, აღნიშნა კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა, ბელოგოროდის ეპისკოპოსმა სილვესტერმა (სტოიჩევი) ტელეარხ «Перший Незалежний»-სთან კომენტარში.
"ეკლესიათაშორისი და შიდა საეკლესიო ურთიერთობების ლოგიკით, რომელიც დაფიქსირებულია კრების კანონებში, ეპისკოპოსმა იმისთვის, რომ რამე გააკეთოს ან ესტუმრო სხვა საეპისკოპოსოს ეპარქიას, უნდა მიიღოს მისი ნებართვა,- თქვა მეუფე სილვესტერმა. - ასეთი არის კანონიკურ წესებში".
კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა აღნიშნა, რომ ეპისკოპოსი ხელდასხმის დროს პირობას დებს არაფერი არ მოიმოქმედოს სხვა ეპისკოპოსის ტერიტორიაზე იმის გარეშე, რომ ამ ეპისკოპოსმა მისცემს მას ნებართვა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აფერხებს ეკლესიური ცხოვრების ჰარმონიასა და დისციპლინას",-აღნიშნა უმე-ს იერარქმა.
ფანარიონის მეთაურმა იცის საეკლესიო კანონების ეს დეტალები, ის ხომ კანონიკური სამართლის დოქტორია, აღნიშნა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.
"მაგრამ, ცხადია არის წესები, და არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს წესები არაა დაწერილი,- ივარაუდა მან. - და მთავარი- თავი გამოავლინოს როგორც ადამიანმა, რომელსაც გააჩნია უზომო უფლებები, შესაძლებლობები, პრივილეგიები და ა.შ.
ამიტომ, უდაოდ, პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ისედაც რთული ეკლესიური, რელიგიური სიტუაციის გაღრმავების კიდევ ერთი საშუალება უკრაინაში ."
როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ გარშემომყოფებს შურთ მისი პრივილეგიების.