რომისა და ფანარიონის დელეგაციების გაცვლა-„ეკლესიების კავშირისთვის“ მზადებაა
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ თავისი ვიზიტებით ვატიკანში ფანარის წარმომადგენლები თაყვანს სცემენ პაპის ძალაუფლებრივ მანიას.
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ დელეგაციების გაცვლა ფანარიონსა და ვატიკანს შორის - ეს ნიშნავს ნაბიჯის გადადგმას შესაძლებელი „ეკლესიების კავშირებისკენ“, იუწყება გამომცემლობა «Вима Ортодоксия».
მიტროპოლიტი სერაფიმე თავის კომენტარში ფანარიონის დელეგაციის რომში ყოფნის შესახებ მოციქულთა პეტრე და პავლეს ხსენების დღეს, რომელიც ახალი სტილით 19 ივნისს აღინიშნება, წერდა, რომ „ვატიკანმა დააარსა ეგრეთ წოდებული „საუფლო დღესასწაული“, რომ განამტკიცოს პაპის ცდომილება იმის შესახებ, რომ ის „მოციქულთა თავის პეტრეს“ მემკვიდრეა და შესაბამისად „პირველი ეკლესიაში“, მისი „აშკარა თავი“.
ბერძენი იერარქის სიტყვებით, ვატიკანი და ფანარიონი „ახლო ურთიერთობაში“ „შედიან“ ვიზიტების და დელეგაციების გაცვლის გზით“.
„პაპთა დელეგაციები მიემართებიან ფანარიონში, ხოლო შესაბამისი მართლმადიდებლები - ვატიკანში. ნიშანდობლივია ის, რომ ამ ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ეკუმენისტური მიზნის მისაღწევად - „ეკლესიების კავშირისკენ“, - თვლის მეუფე.
„მნიშვნელოვანი“ განცხადეებებია ორივე მხრიდან, ძირითადად მოსაწყენი და უაზრო კომპლიმენტები, რომლებიც ადამიანებში იმ ილუზიის კულტივირებას ახდენენ, რომ „კავშირის“ პირობები მომწიფდა, წინააღმდეგობები „მოგვარებულია“, წარსულის „შეურიგებლობა“ დაძლეულია „სიყვარულით“ და ბოლო-ბოლო თანამედროვე პირობები ითხოვენ ერთობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ!“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.
მეუფე თვლის, რომ „მართლმადიდებელთა დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოდან რომში გაემგზავრა, რადგან თავისი ვიზიტით კიდევ ერთხელ „თაყვანი სცეს“ პაპის ხელისუფლებრივ მანიას. ყველაზე უარესი კი: „ეკლესიების კავშირის“ შემდგომი წინსვლა“.
„ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ის არის, რაც ეკუმენიზმის სფეროში ხდება. ყველაფერი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ვიყოთ ფხიზლად, ველოდებით, რომ მალე ძალზე უსიამოვნო ამბები გველოდება!“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტმა სერაფიმე პირეელმა ფანარიოტი იერარქის გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ყველაზე ფანატიკოს უნიატსაც კი შეშურდებოდა მიტროპოლიტ პოლიკარპეს კომპლიმენტების ერესიარქ „პაპ“ ფრანცისკეს მისამართით“.