"მირიანე"-მ პოდოლიაკთან განიხილა უმე-ს მრევლის უფლებების დარღვევის ფაქტები

06 July 2021 23:40
65
პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი. ფოტო: parlament.ua პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი. ფოტო: parlament.ua

მოძრაობა "მირიანე"-ს მონაწილეები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველს მიხაილ პოდოლიაკს.

საზოგადოებრივი  გაერთიანება "მირიანე"-ს წარმომადგენლებმა განიხილეს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის პრობლემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველთან, მიხაილ პოდოლიაკთან,  განაცხადეს 2021 წლის 5 ივლისს ორგანიზაციის ტელეგრამ-არხზე.

"მირიანე"-მ გაიხსენა, რომ 2021 წლის 15 ივნისის ლოცვითი დგომის შემდეგ მათ  მიხაილ პოდოლიაკს მისწერეს ღია წერილი, სადაც სთხოვეს შეხვედროდა და დაწვრილებით მიეტანა ხელისუფლებისათვის უმე-ს მრევლის პოზიცია,  რამდენადაც, მოძრაობის მონაწილეების თვალსაზრისით, ვლადიმერ ზელენსკის მორწმუნეების უმაღლეს რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან ლოცვითი აქციის მიზნებზე არ მიუღია სარწმუნო ინფორმაცია.

"მიხაილ პოდოლიაკის პასუხი იყო სწრაფი და დადებითი. შეხვედრის დროს ჩვენ დაგვპირდნენ, რომ რელიგიათაშორისი საკთხების ნორმალიზება წარმოადგენს  ფუნდამენტალურ და პრიორიტეტულ სამუშაოს პრეზიდენტის ოფისისათვის. ჩვენი შეხვდრის შედეგს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ  დავამყარეთ პირდაპირი და ღია დიალოგი ხელისუფლებასთან, ასევე მოვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე მომავალში. მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს  გულისხმიერებისათვის აქტუალურ საკითხებში , რომლებიც აღელვებს მილიონობით მორწმუნე უკრაინელს",- განაცხადეს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.

ეს შეხვედრა პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელთან და მისი შედეგი ადასტურებს, რომ უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომას ფუჭად არ ჩაუვლია, დარწმუნებულია "მირიანე".

"ჩვენ გვხედავენ და ჩვენი ესმით, და თუმცა ჩვენი ლოცვითი აქციის შედეგი ჯერჯერობით არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ვერბალური განცხადებები, ეჭვგარეშეა, რომ  თანმიმდევრული მუშაობის შემთხვევაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების კანონიერი მოთხოვნები შესრულებული იქნება", - აღნიშნეს ორგანიზაციაში და 15 ივნისის ლოცვითი დგომის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადეს .

ადრე მჟკ წერდა, რომ "მირიანე"-მ  უკრაინის ხელისუფლებას კონსტიტუციის ზედმიწევითი შესრულებისკენ მოუწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ