უნეტარესის ქცევა ხელისუფლებასთან მიმართებაში-ერთადერთი სწორი ქცევაა,-პოლიტ.

01 July 2021 19:30
10
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

პოლიტიკურმა ექსპერტმა სერგეი ბელაშკომ განმარტა,რატომ ახდენდა,ახდენს და მოახდენს ხელისუფლება ზეწოლას ეკლესიაზე და რატომ იმსახურებს პატივისცემას უმე-ს წინამძღოლის პოზიცია.

ხელისუფლებასთან მიმართებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უნეტარესი ონოფრე წარმოადგენს არა მარტო პირადი ურყეობისა და რწმენის, არამედ ყველა პროცესის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განმარტების მაგალითს. ამის შესახებ თქვა პოლიტოლოგმა სერგეი ბელაშკომ მრგვალი მაგიდასთან: „უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით“ .

ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ ღმერთის სახელმწიფო იდეოლოგიით ჩანაცვლებას, რადგან ხელისუფლებას „ესმის, რას წარმოადგენს ეკლესია და ძალიან უნდა გახადოს ის საკუთარი რეჟიმის მესამე ბურჯად, განათლების სისტემასა და მასმედიასთან ერთად“.

„ნებისმიერი სახელმწიფოს საჭეთმპყრობელი ძალას არ იშურებს, რომ უზრუნველყოს ეკლესიისადმი ლოიალობა და გამოიყენოს ის თავისი პოლიტიკური წინსვლის ინტერესებისთვის. ამას ახორციელებდნენ კუჩმა, იუშჩენკო, იანუკოვიჩი. ზელენსკიც ეტყობა იგივეს ეცდება.

<...> სახელმწიფო ახდენდა, ახდენს და მოახდენს ზეწოლას ეკლესიაზე. და აქ, მგონია, მიტროპოლიტ ონოფრეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს არა მარტო სიმტკიცის გამო - როდესაც ადამიანს ღერძი გააჩნია, მას ვერც მოხრი, ვერც გატეხავ, ვერც ატრიალებ სათამაშოსავით. მაგრამ ეს პოზიცია საბოლოოდ პრაგმატულიც არის, ე.ი არა მარტო გმირობის, რწმენისა და პიროვნული ურყეობის, არამედ ყველა პროცესის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განმარტების მაგალითია. არაფერს არ მოიტანს თამაში სახელმწიფოსთან, თუ ის იწვევს ეკლესიის დაშორებას ღმერთთან“, - თქვა პოლიტოლოგმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ არქიეპისკოპოს ნიკოლოზის (პოჩტოვოი) აზრით, სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ანტისახალხო პოლიტიკა მშვიდობისა და უკრაინის შემდგომი განვითარების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ