უმე-ს მრევლი ზელენსკის ამომრჩევლებია და ვალდებულია ისმინოს მათი,-პოლიტოლოგი

01 July 2021 19:00
9
მრგვალი მაგიდა «უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უმე-სთან მიმართებაში». ფოტო: скриншот youtube-канала Украинские Новости მრგვალი მაგიდა «უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უმე-სთან მიმართებაში». ფოტო: скриншот youtube-канала Украинские Новости

იმისთვის, რომ ხელისუფლებამ  მართლმადიდებლებს  მოუსმინოს, უმე-ს მორწმუნეებმა უნდა დაიკავონ აქტიური პოზიცია და ეკლესიის ინტერესები დაიცვან, თვლის დანიელ ბოგატირიოვი.

პოლიტოლოგმა დანიელ ბოგატირიოვმა მრგვალ მაგიდასთან „უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიასთან მიმართებით“ განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩეველთა უმრავლესობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია და ის ვალდებულია მოუსმინოს მათ, მათ შორის, ანტიეკლესიური კანონების გაუქმებასთან დაკავშირებითაც, იუწყება უკრაინის ახალი ამბების youtube-არხი.

„ყველაფერი ეს (ანტიეკლესიური კანონების მიღება - რედ.) ხორციელედებოდა პეტრე პოროშენკოს ერთი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ლოზუნგი "Армія, мова, віра" (არმია, ენა, რწმენა) მოიფიქრა იგორ გრინიოვმა, პოროშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთმა მთავარმა სტრატეგმა. ამ ლოზუნგმა უმრავი კონფლიქტი წარმოშვა უკრაინელ მორწმუნეთა წრეში. უკრაინელ  ხალხს, ამ ლოზუნგით აღშფოთებისა და  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი კონფესიის მხარდაჭერის გამო,  ბევრი არ უფიქრია ახლანდელი პრეზიდენტის ზელენსკის არჩევისას ... ბევრი, ალბათ ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩეველთა უმრავლესობაც კი,  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია... მაშინ რატომ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტის მმართველობის მესამე წელს, რომელიც არჩეული იყო, მათ შორის,  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიერ, ორი ანტიეკლესიური კანონი ჯერ არ გაუქმებულა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

დანიელ ბოგატირიოვის სიტყვებით, ხელისუფლებამ მართლმადიდებელთა ხმა რომ გაიგოს, ერისკაცებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ და მონაწილეობა მიიღონ ლოცვით დგომებში, მსგავსად იმისა, როგორც ეს 15 ივნისს უმაღლეს რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან იყო.

„როგორც პოლიტოლოგი გეტყვით, რომ პრეზიდენტთან ჩვენი ხმა გაიგეს. ზელენსკიმ ჯერ აგდებულად მოიხსენია (15 ივნისის ლოცვა - რედ.), მაგრამ ზუსტად იმავე დღეს მისმა მრჩეველმა და გამოცდილმა პიარმა მიხეილ პოდოლიაკმა  ბოდიში მოიხადა, რომ მათ... არ უნდოდათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა შეურაცხყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენმა გზავნილმა მიაღწია ბანკოვოს ქუჩას და ჩვენ  მსგავსი ქმედებების გაგრძელება გვმართებს. უნდა მიიღოს თუ არა ამაში მონაწილეობა ეკლესიამ როგორც იერარქთა სტრუქტურამ? ჩემი აზრით, არა, რადგან ეკლესია პოლიტიკური კი არა, არამედ სულიერი, რელიგიური სტრუქტურაა. მაგრამ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ აქტიურმა ერსკაცებმა“, - დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 20000 მორწმუნემ ლოცვითი დგომა ჩაატარეს  უმაღლეს რადასთან და გადასცეს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დაცვაზეა მიმართული.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) განაცხადა, რომ განხეთქილების აღიარებით ფანარმა დარტყმა მიაყენა მთელ მართლმადიდებლობას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ