ვოლინში მეუ-ს მღვდლებმა უწინამძღვრეს სირცხვილის სვლას უმე მღვდლის სახლამდე
რეგიონალურმა არხმა აჩვენა სიუჟეტი ს.შეპელში „საეკლესიო გაერთიანების“ პროტესტზე,რომელიც თითქოს უზრუნველყოფს დაფინანსებას და არემონტებს სახლს,სადაც უმე-ს მღვდელი ცხოვრობს.
რეგიონალურმა ტელეარხმა აჩვენა სიუჟეტი სოფელ შეპელში „საეკლესიო გაერთიანების“ პროტესტის შესახებ, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს დაფინანსებას და არემონტებს სახლს, სადაც უმე-ს მღვდელი ცხოვრობს.
2021 წლის 20 ივნისს ვოლინის ეპარქიის მეუ-ს კლირიკოსებმა, ადგილობრივი მოსახლეობის - განხეთქილების საეკლესიო სტრუქტურის მომხრეების - მხარდაჭერით, ჩაატარა თავისებური პროტესტის აქცია სახლთან, სადაც ცხოვრობს ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ შეპელის უმე-ს გაერთიანების წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ ილიუკის ოჯახი. მოვლენის ვიდეო გამოაქვეყნა „12 არხმა“.
როგორც რეგიონალური ტელეარხის მასალაშია აღნიშნული, ასეთი ფორმით „საეკლესიო გაერთიანება“ თითქოს პროტესტს გამოთქვამს იმის წინააღმდეგ, რომ ის იძულებულია უზრუნველყოს დაფინანსება, აგრეთვე გაარემონტოს სახლი, სადაც კანონიკური ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარი ცხოვრობს. „პროტესტის“ დღეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიძინების ტაძრიდან გაემართნენ სახლისკენ, სადაც ცდილობდნენ უფლებების წარდგენასა და ტრადიციულად ყვიროდნენ «Ганьба» (სირცხვილი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა კომენტარი თხოვა მეუ-ს მღვდელს მამა ნიკოლოზს. მისი სიტყვებით, ის უკვე გაეცნო მასმედიაში ტელეარხის მასალას და ყველაზე მეტად გაოცებული იყო აშკარა და უაზრო ტყუილით, რომელიც შეეხება „ეკლესიის სახლის დაფინანსებას მეუ-ს გაერთიანების მიერ“.
„ისინი პირველად მოვიდნენ აქ და მეტი აღარც მოვლენ. მათ იციან, რომ სახლზე არანაირი უფლებები არ აქვთ, ჩვენ აქ კანონიერად ვცხოვრობთ 1997 წლიდან! ის, რომ ისინი თითქოს რაღაცას აფინანსებენ ან აფინანსებდნენ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჩვენ აქ ჩაწერილები ვართ, ჩვენი სახსრებით ვაკეთებდით ყველა სარემონტო სამუშაოს, ყველა კომუნალურ მომსახურების ხელშეკრულება დადებულია ჩვენთან, ისინი კი უბრალოდ ცრუობენ მასმედიასთან“, - კომემტარი გააკეთა მამა ნიკოლოზ ილიუკმა.
მისი სიტყვებით, მის ოჯახს უფლება აქვს იცხოვროს საეკლესიო სახლში ცხოვრების ვადების მიხედვით - უკვე 26 წელზე მეტია. მღვდელმა აგრეთვე გაერთიანებას გადასცა საკუთარი უძრავი ქონება - სახლის ნაწილი, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. აქ სოფელ შეპელის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების გაერთიანებამ, რომელიც 2019 წელს ტაძრის გარეშე დარჩა, მოაწყო სალოცავი სივრცე.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წელს უკრაინაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიტაცა ორი ტაძარი, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობდა - ლუცკის რაიონის სოფლებში შეპელი და ვესიოლოე. ორივე სამრევლოში მოხერხდა გაერთიანებების შენარჩუნება, ხოლო ვესიოლოეში ააშენეს ახალი პატარა ტაძარი ღვთისმშობლის საფარველის სახელზე.