უკრაინელი ფილოსოფოსი: რელიგიის საკითხში ხელისუფლება სცილდება დაშვებულ ზღვარს
ანდრეი ბაუმეისტერმა კიევის ელიტას რჩევები მისცა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში ცვლილებებთან დაკავშირებით.
უკრაინელმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ანდრეი ბაუმეისტერმა გააკრიტიკა უკრაინის სახელმწიფოს სურვილი მკაცრად გააკონტროლოს მოქალაქეთა მსოფლმხედველობა რელიგიურ პოლიტიკაში, იდენტობის პოლიტიკასა და მეხსიერების კულტურის პოლიტიკაში. ამის შესახებ მან ევგენი კისელევთან ინტერვიუში განაცხადა.
ბაუმეისტერი აღნიშნავს, რომ თავისუფალმა მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხები და სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეეხოს მათ, თუ ის ევროპული და დემოკრატიულია. ფილოსოფოსის აზრით, ეს ასუსტებს უკრაინას მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში უკრაინა არ განვითარდა, როგორც ქვეყანა, რომელმაც თავი დემოკრატიულად და თავისუფლად გამოაცხადა. მწერალმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება იყენებს განსხვავებების, გაუცხოების და წინააღმდეგობების ენას („მართალი – არასწორი“, „კარგი – ცუდი“, „პატრიოტები – არა პატრიოტები“). „ასეთ სისტემაში არ არის სოლიდარობა, ჩვენ შინაგანად ვსუსტდებით“, - თქვა მან.
„უპირველეს ყოვლისა, მე შევცვლიდი შიდა პოლიტიკას, მივცემდი სიგნალებს, რომ „ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, ჩვენ ვაფასებთ თითოეულ ადამიანს, თითოეულ პიროვნებას, ყოველი ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია“. სახელმწიფო არ აგზავნის ასეთ სიგნალებს“, - განაცხადა ბაუმეისტერმა.
როდესაც ჟურნალისტმა სთხოვა სახელმწიფოს დიქტატის კონკრეტული მაგალითის მოყვანა, ფილოსოფოსმა უპასუხა, რომ თავად კათოლიკეა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ხელისუფლების ზეწოლის საკითხი.
„ომი მიმდინარეობს, ხალხი უნდა გაერთიანდეს. მაგრამ ინტერნეტი სავსეა (ინფორმაციით, რომ - რედ.) ხალხს ეკლესიიდან აძევებენ, ეპისკოპოსებს და მიტროპოლიტებსაც კი აპატიმრებენ. როდის ხდებოდა ასე, ვკითხოტ საკუთარ თავს?! მიტროპოლიტები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ სახელმწიფო ბრალდებების ქვეშ? ერთადერთი შემთხვევა, XX საუკუნეში იყო, სტალინის მმართველობის დროს“, - თქვა მან.
როგორც მჟკ იტყობინება, ბაუმეისტერმა ადრე თქვა, რომ მისი აზრით, ეპიფანი დუმენკო არაფრით განსხვავდება სხვა აქტივისტისაგან.