უმე აღნიშნავს წინამძღვრის წმინდანის ხსენების და მისი ბერობის 50-წლისთავს

25 June 2021 12:38
7
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

25 ივნისი- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის ზეციური მფარველის, ღირსი ონუფრი დიდის ხსნების დღეა.

2021 წლის 25 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის  წმინდანის ხსენების და ბერობის 50-წლისთავს ზეიმობს.

24 ივნისს, თავისი ზეციური მფარველის ონუფრი დიდის ხსენების წინა დღეს, მისმა უნეტარესობამ  ეპისკოპოსებისა და სავანის ხარისხში მყოფი ძმობის თანამსახურებით უწინამძღვრა ღამისთევას  კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის მოედანზე.

დღესასწაულზე უმე-ს წინამძღვარმა ჩაატარა საღმრთო წირვა კიევ-პეჩერის ლავრაში. სადღესასწაულო ღვთისმსაურება მიძინების ტაძრის მოედანზე გადმოსცა ეთერში უმე-ს საინფორმაციო ცენტრმა.

50 წლის წინ, 1971 წლის 18 მარტს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალმა წინამძღვარმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ   სამების სერგიევის ლავრაში ბერად აღიკვეცა IV საუკუნის მართლმადიდებელი მოღვაწის, ონუფრი დიდის პატივსაცემად, რომელიც 60 წელი მარტოობაში მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში. საბერო აღთქმის მიღებით, მან მთლიად მიუძღვნა საკუთარი  ცხოვრება  მიმსგავსებოდა თავის ზეციურ მფარველს, პირველ რიგში, უფლის ნებისადმი სრული დამორჩილებით, მორჩილებისა და ქრისტეს მიმართ სიყვარულით.

25 ივნისს, ყოველწლიურად, უმე-ს წინამძღვრის ზეციური მფარველის ხსენების დღეს ადგილობრივი ეკლესიების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ულოცავენ უნეტარეს ონუფრის თავისი წმინდანის ხსენებას. ასე, 2019 წელის უნეტარესი ონუფრის  წმინდანის ხსენების  დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩამოვიდნენ ალექსანდრიის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, პოლონეთის, ჩეხეთის და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები. 2020 წელს კარანტინის შეზღუდვების გამო, დღესასწაული აღინიშნა მონაწილეების შეზღუდული რაოდენობით.

ადრე მჟკ წერდა, რომ რმე-ს წინამძღვარმა მოულოცა უნეტარეს ონუფრის დიაკვნად კურთხევის  50-წლისთავი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ