უმე-ს იერარქი ბერძენ დიპლომატს უკრაინაში ეკლესიის დევნის შესახებ უყვებოდა

27 June 2021 23:20
45
საბერძნეთის გენერალური კონსული ოდესაში დიმიტრიოს  ხ. დოხტსისი და მიტროპოლიტი აღათანგელოზი. ფოტო: страница Одесской епархии УПЦ в Facebook. საბერძნეთის გენერალური კონსული ოდესაში დიმიტრიოს ხ. დოხტსისი და მიტროპოლიტი აღათანგელოზი. ფოტო: страница Одесской епархии УПЦ в Facebook.

უმე-ს ოდესის ეპარქია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ოდესაში საბერძნეთის ეკლესიის გენერალურ საკონსულოს  და ანვითარებს მასთან მეგობრულ კავშირებს.

2021 წლის 24 ივნისს ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტმა აღათანგელოზმა (სავინი) მიიღო ოდესაში საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული დიმიტრიოს ხ. დოხტსისი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, მიძინების მამათა მონასტერში მიიღო. დიპლომატთან შეხვედრის დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი ყვებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკური ქმედებების შესახებ, რომლებმაც გამოიწვიეს ეკლესიის დევნა, იუწყება თავის Facebook-გვერდზე ოდესის ეპარქია.

მეუფე აღათანგელოზმა ბერძენი დიპლომატის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განხეთქილების ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ უკრაინის ხელისუფლების მფარველობითა და აშკარა მხარდაჭერით, აგრეთვე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიკანონიკური ქმედებებით, დარტყმა მიაყენეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა  და მართლმადიდებელთა  ერთობას. „წინასწარი კრებითი განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად, პაპიზმის მსგავსად, მართლმადიდებლური ერთობის სულისა  და არსის დარღვევით, განხეთქილების ფსევდო-მართლმადიდებლური, პოლიტიკური და ნაციონალისტური ჯგუფებისგან ხელოვნურად შეიქმნა ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში. ამან განხეთქილება შეიტანა ძმური მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში. ეგრეთ წოდებული ტომოსი განხეთქილების ბელადებს, რომლებიც არ ინანიებენ თავიანთი ქმედებებს,  გადასცა  პატრიარქმა  ბართლომემ უკრაინის ხელისუფლებისა და  განსაკუთრებით ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხარდაჭერით,  და პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც არ წარმოადგენს მართლმადიდებელ უკრაინელებს“, - გამოაქვეყნა ეპარქიამ მიტროპოლიტ აღათანგელოზის სიტყვები.   

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ოდესაში საბერძნეთის გენერალური კონსულის ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ტომოსის მინიჭების შემდეგ, უკრაინაში გამძაფრდა თავდასხმები  კანონიკურ ეკლესიაზე რადიკალებისა და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც შორს არიან ეკლესიისგან. უკრაინაში საეკლესიო მოვლენების კომენტირებისას, დიმიტრიოს ხ. დოხტსისმა ხაზი გაუსვა, რომ ის ოდესაში საბერძნეთის რესპუბლიკას წარმოადგენს, ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პრობლემები უნდა გადაწყდეს საეკლესიო კანონების საფუძველზე.

მეუფე აღათანგელოზმა თხოვნით მიმართა დიპლომატს, რომ მან საბერძნეთის ხელისუფლებას გადასცეს უკრაინის მართლმადიდებელთა უმრავლესობის მოწოდება, რომ დაეხმარონ განხეთქილების დაძლევაში, რომელიც  მართლმადიდებლურ ერთობას არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში ანგრევს. 

იერაქმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ოდესის ეპარქია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს საბერძნეთის ეკლესიის გენერალურ საკონსულოს ოდესაში და ანვითარებს მასთან მეგობრულ კავშირებს. ბევრი ბერძენი დიპლომატი, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, ძალას არ იშურებდა  სახელმწიფოთა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობების განემტკიცებისთვის. პირველ რიგში ეს ეხება უკრაინელ და ბერძენ ხალხებს შორის ყოველმხრივი ძმური კავშირების გაღრმავებას.

დასასრულს მეუფე აღათანგელოზმა აკურთხა  ბერძენი დიპლომატი, რომ იღვაწოს საბერძნეთისა და უკრაინის ხალხთა კეთილდღეობისთვის, წმინდა მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის, მოციქულის მოწოდების თანახმად: გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ“(რომ. 16, 17).

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელმა  ეკლესიამ მოუწოდა  საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგმონ ნეჟინში მორწმუნეთა ცემის ფაქტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ