პაკისტანში მუსლიმებმა ჯერ სცემეს და შემდეგ დაწვეს გმობაში ბრალდებული მამაკაცი
პოლიციამ განაცხადა, რომ „ხალხმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის განყოფილებას და პოლიციის მანქანას, ეჭვმიტანილი კი ცოცხლად დაწვეს“.
20 ივნისს, განრისხებულ პაკისტანელ მუსლიმთა ბრბომ სცემეს მამაკაცი სასიკვდილოდ და ცეცხლი წაუკიდეს მას ყურანის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის, იტყობინება Asia News Network.
შემთხვევა ჰაიბერ-პახტუნხვას სვატის რაიონის მადიანის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი იყო პაკისტანის პენჯაბის პროვინციის სიალკოტის რაიონიდან და იმყოფებოდა სვატის რეგიონში, როგორც ტურისტი. ინციდენტის დროს ასევე დაშავდა რვა ადამიანი, თქვა სვატის რაიონის პოლიციის ოფიცერმა დოქტორმა ზაჰიდულა ხანმა.
ხანის თქმით, გაბრაზებული ბრბო შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და გამოიყვანა იქიდან ეჭვმიტანილი. „ხალხმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის განყოფილებას და პოლიციის მანქანას, ეჭვმიტანილი კი ცოცხლად დაწვეს“, - განმარტა ჩინოვნიკმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს განრისხებული ბრბოს შუაში ცეცხლმოკიდებული სხეული შუა გზაზე. ხელისუფლებამ მოახდინა ადგილობრივი პოლიციის მობილიზება მადიანის რაიონში სიტუაციის დასამშვიდებლად, თქვა ხანმა.
ინფორმაციის ყოფილმა მინისტრმა ფავად ჩაუდრიმ მკვლელობა შეაფასა: ”და სიგიჟე გრძელდება... ჩვენ, როგორც საზოგადოება, თვითმკვლელობით ვართ შეპყრობილი”.
პაკისტანის Tehreek-e-Insaf (PTI) პოლიტიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავარმა მინისტრმა ალი ამინ განდაპურმა გამოხატა სინანული "სამწუხარო" ინციდენტის გამო.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ნიგერიაში მუსლიმებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კრიტიკის გამო ქრისტიანი ქალი ცოცხლად დაწვეს.