«Миряне»გაახმოვანეს მოქმედებების გეგმა ბართლომეს ჩამოსვლის შემთხვევაში

27 June 2021 23:05
11
ვლადიმერ ზელენსკი ფანარიონის მეთაურთან შეხვედრაზე სტამბულში. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი ფანარიონის მეთაურთან შეხვედრაზე სტამბულში. ფოტო: president.gov.ua

«Миряне» (ერისკაცებს) იმედი აქვთ, რომ ზელენსკი უყურადღებოდ არ დატოვებს უმე-ს მორწმუნეთა მოთხოვნას და შეცვლის პატრიარქ ბართლომეს ქვეყანაში მოწვევის გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი გაერთიანება «Миряне»-მ გაახმოვანა მოქმედებების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უყურადღებოდ დატოვებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მოთხოვნას, რომ შეცვალოს პატრიარქ ბართლომეს მოწვევა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის ზეიმზე და ფანარის მეთაური მაინც ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. Facebook-ს «Мирян»-ს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი კავშირის წარმომადგენლები ეცდებიან, რომ  პირადად  შეხვდნენ კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს.

კერძოდ, «Миряне»-ს იმედი აქვთ, რომ ზელენსკი მიიღებს საკმარის ინფორმაციას ანტიეკლესიური კანონების პრობლემების მაშტაბურობაზე და რეაქციას მისცემს, როგორც ამას კონსტიტუციის გარანტის თანამდებობა და უბრალოდ ადამიანური სინდისი მოითხოვს. ისინი აგრეთვე უშვებენ, რომ „პრეზიდენტმა შეიძლება თავი უხერხულ მდგომარეობაში იგრძნოს უცხოელი სტუმრის წინაშე, რომელიც არასასურველია უკრაინელთა უმრავლესობისთვის“.

და თუ ფანარის მეთაური აგვისტოში მაინც ჩამოვა უკრაინაში, «Миряне» აპირებენ მას პირადად მოახსენონ, რა დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებელ უკრაინელებს განხეთქილების მომხრეებისთვის ტომოსის მინიჭების ფაქტისადმი, და რომ ის არის ამ დანაშაულთა  თანამონაწილე.  

„კონსტიტუციის დარღვევით, ხელისუფლება სარგებლობს მისი კურთხევით და უხეშად ერევა საეკლესიო ცხოვრებაში, არღვევს კონფესიათა თანასწორობის პრინციპს და ჩვენს უფლებებს. მილიონობით მართლმადიდებელი უკრაინელის უფლებებს, რომლებსაც ის თავის შვილებად აცხადებს. მან უნდა დაინახოს და გაიგოს, რომ უკრაინის საერთაშორისო საზოგადოებრიობის განხეთქილება ტომოსის ისტორიის შემდეგ უფრო გამძაფრდა. პატრიარქი ბართლომე უნდა განთავისუფლდეს ნებისმიერი ილუზიისგან, თუ მას ისინი გააჩნია. და გაიაზროს მთელი თავისი პასუხისმგებლობა“, - დაასკვნეს «Миряне»-მ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ზელენსკიმ პოროშენკოს შეცდომები რომ არ გაიმეოროს, თქვა «Миряне»-ს მეთაურმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ