მეუ-ს ,,იერარქმა"მორწმუნეებს უწოდა ბრბო და მსვლელობების დარბევისკენ მოუწოდა
მეუ-ს "არქიეპისკოპოსი" შკურუპი თვლის, რომ საჭიროა უმე აიკრძალოს, ხოლო მსვლელობები ჯვრით- დარბეულ იქნას.
2021 წლის 23 ივნისს მეუ-ს წარმომადგენელმა, ხარკოვისა და იზიუმსკის "არქიეპისკოპოსმა" აფანასი შკურუპმა მოითხოვა "შეუბრალებლად დაერბიათ" უმე-ს მსვლელობები ჯვრით.
უმე-ს ჯვრით მსვლელობის თავდასხმის ამსახველი ვიდეოს ქვეშ, რომელიც განთავსებულია FAcebook-ში, შკურუპმა დაწერა, რომ "თუ ახლავე არ აიკრძალება რუსული ეკლესია უკრაინაში, ანუ მოსკოვის საპატრიარქო, ანტიუკრაინული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ის უწევს პროპაგანდას უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების შეკვეთით, მაშინ ათ წელიწადში ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას".
"საჭიროა მსგავსი "მსვლელობების" უხეში დარბევა, რათა მეტად არ გაჩნდეს მტრის მხარეს გამოსვლის სურვილი . მაგრამ ვინ - მთელი ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამ მცირერუსული პარაზიტების მხარეს არიან.
ოდნავ მოგვიანებით "არქიეპისკოპოსმა" დაამატა, აშკარად უმე-ს მორწმუნეები ყავდა მხედველობაში, რომ "ამ ბრბოს გამო ჩვენი მეომრები თავის სიცოცხლეს სწირავენ".
მეუ-ს "იერარქის" აზრით, ქვეყანა "დასაცავია არამარტო ფრონტზე, არამედ ზურგშიც", და ის ფაქტი, რომ "მუჭა პატრიოტები" ამ თვალსაზრისით ვერაფერს ვერ აკეთებენ - "ჩვენი ისტორიაა".
ადრე მჟკ წერდა, რომ ნეჟინში "პატრიოტებმა" ამერიკის დროშებით შეუტიეს
უმე-ს ჯვრით მსვლელობას.