მეუ-ს რეიდერებისგან დაზარალებულმა მრევლმა სესტრიატინში ახალი ტაძარი ააგო

27 June 2021 01:40
28
წმინდა ნიკოილოზის სახელობის უმე-ს ახალი ტაძარი სესტრიატინში. ფოტო: страница в Facebook Ровенской епархии. წმინდა ნიკოილოზის სახელობის უმე-ს ახალი ტაძარი სესტრიატინში. ფოტო: страница в Facebook Ровенской епархии.

სესტრიატინში დევნილი უმე-ს თემის მიერ აგებული წმინდა ნიკოილოზის სახელობის ახალი ტაძრის კურთხევას მეთაურობდა როვენის ეპარქიის დუბენსკის ეპისკოპოსი პიმენი.

როვენის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი იუწყება, რომ 2021 წლის 23 ივნისს რადივილის რაიონის სოფელ სესტრიატინში შედგა, მეუ-ს რეიდერების მიერ წართმეული ტაძრის სანაცვლოდ აგებული, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძრის კურთხევა.

რივნესა და ოსტროჟის მიტროპოლიტ ბართლომეს (ვაშჩუკის) ლოცვა-კურთხევით, ტაძარი აკურთხა როვენის ეპარქიის წინამძღვარმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა (ვოიატმა).

შეგახსენებთ, რომ რადივილის რაიონის სოფელ სესტრიატინში უმე-ს მოსახლეობამ ტაძარი დაკარგა მეუ-ს რეიდერული თავდასხმის შედეგად. მაშინ, მეუ-ს ათეულობით აქტივისტმა, რომელთაც დახმარებას უწევდნენ მეზობელი სოფლის აქტივისტები, უმე-ს მრევლს წაართვეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. რამდენიმე ხნის მანძილზე ერთგული მორწმუნეები წირვას ესწრებოდნენ ტაძრად გადაკეთებულ შენობაში, მაგრამ ის შენობა ადგილობრივი ფერმერის საკუთრებას წარმოადგენდა და შენობის დატოვება მოუწიათ.

როგორც მჟკ წერდა,სესტრიატინში უმე-ს მრევლმა წმინდანის ხსენების დღე აღნიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ