რკე-ის ბოსტონის ეპარქიის ეპისკოპოსის ვიკარიუსმა განაცხადა მამაკაცთან თავისი ქორწილის შესახებ
რკე-ის მღვდელი ჯეიმს ფლავინი რკე-ის კარდინალის შონ ო’მელის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, რომელმაც ის 2014 წელს საეპისკოპო ვიკარიუსად დანიშნა.
რკე-ის ბოსტონის საარქიეპისკოპოსოს ეპისკოპოსის ყოფილმა ვიკარიუსმა ჯეიმს ფლავინმა განაცხადა თავის მოსალოდნელ „ქორწინებაზე“ 30 წლის მიშელ ე.-სთან. ღონისძიება დაგეგმილია მექსიკაში 2025 წლის თებერვალში.
ფლავინი 1987 წლის ივნისში ხელდასხმული იყო მღვდლად და რკე-ის ბოსტონის კარდინალის შონ ო’მელის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, რომელმაც 2014 წელს ის საეპისკოპო ვიკარიუსად დანიშნა.
თავისი კარიერის განმავლობაში ფლავინი მუშაობდა ფსიქოთერაპევტად, მღვდელთა ინტერნეტ, ნარკო და ალკოჰოლ-დამოკიდებულებებისგან და სხვა ფსიქიატრული პრობლემებისგან განკურნების სპეციალიზაციით. 2019 წელს მან სამღვდელო ვალდებულებებისგან შვებულება აიღო.
2020 წლის მაისში ფლავინმა ჩიკაგოში მილიონ დოლარად იყიდა სახლი, სადაც თავის ჰომოსექსუალ „მეუღლესთან“ ერთად ცხოვრობდა. იმ დროს ის მუშაობდა ჩიკაგოში ლოიოლის იეზუიტთა უნივერსიტეტის პრეზიდენტ ჯო ენ რუნის „სპეციალურ თანაშემწედ“, რომელიც იყო პირველი ქალი ამ თანამდებობაზე, რომელსაც ის 2016-2022 წლებში იკავებდა.
2021 წელს ბოსტონის საარქიეპისკოპოსომ განაცხადა, რომ ფლავინი „თვითნებურ შვებულებაში“ იმყოფება. ფლავინი აგრეთვე იყო ფილმ „მამა სტიუ“-ს (2022) „სულიერი მოძღვარი“, რომლის პროდიუსერი მელ გიბსონია.
ცნობილია, რომ ფლავინი მეგობრობს რკე-ის მღვდელ თომას როსიკთან (პაპ ფრანცისკეს მეგობართან და ყოფილ მრჩეველთან), რომელიც ცოტა ხნის წინ ტორონტოში ჰომოსექსუალთა საუნაში დაინახეს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რომის პაპმა თქვა, რომ ვატიკანში „პედერასტული ატმოსფერო იგრძნობა“.