არ დათანხმდა გაცვლაზე: უუს-მა მიტროპოლიტ თეოდოსისთან მორიგი ჩხრეკა ჩაატარა

19 June 14:17
2077
მიტროპოლიტი თეოდოსი (სნიგირევი). ფოტო: скриншот видео Черкасской епархии მიტროპოლიტი თეოდოსი (სნიგირევი). ფოტო: скриншот видео Черкасской епархии

ჩერკასის ეპისკოპოსი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს მასზე ზეწოლა,რათა აიძულონ გაცვლა როგორც „მტრის სამხედრო ტყვე“.

2024 წლის 19 ივნისს ჩერკასის უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს მორიგი ჩხრეკა სახლში, სადაც ცხოვრობს ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი. როგორც მეუფე თავის ტელეგრამ-არხზე იუწყება, უკვე მისთვის მეოთხე ჩხრეკის ჩატარების ფორმალური მოტივი გახდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულ იქნა ჩერკასის ერთ-ერთი დევნილი თემის წინაშე ქადაგების გამო, თუმცა რეალური მიზეზი მისი ვარაუდით, შეიძლება იყოს სხვა.

"საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ჩემთან რამდენჯერმე მოვიდნენ უუს-ის თანამშრომლები წინადადებით, წავსულვიყავი ქვეყნიდან, როგორც  "მტერი სამხედრო ტყვე". ზუსტად ასეთი ფორმულირებით:"მტერი სამხედრო ტყვე",-განაცხადა მიტროპოლიტმა.

მის წინააღმდეგობაზე იმის შესახებ, რომ უმე-ს მღვდელმსახური არის  თანასწორუფლებიანი უკრაინის მოქალაქე, და არა მტერი, მით უმეტეს სამხედრო ტყვე, ეპისკოპოსის სიტყვებით,უუს-ის თანამშრომლები არ რეაგირებდნენ.

"ისინი მუდმივად ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას სამხედრო ტყვეებზე გადაცვლაზე. ისინი იყვნენ ჩემთან სახლში. ისინი ჩამოვიდნენ ლებედინის მონასტერში, სადაც მე ვმსახურობდი. ისინი შემხვდნენ მე ეპარქიის სამმართველოში. ისინი ტრიალებდნენ სოსნოვის რაიონული სასამართლოს ირგვლივ ქალაქ ჩერკასში,როდესაც აქტივისტები იმ დროისათვის აწყობდნენ იქ პროვოკაციებს, უვარდებოდნენ მანქანებს, გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს. ზუსტად იმ დროს შემომთავაზეს გაცვლა. ხოლო უკვე შემდეგ ჩამოდიოდნენ მონასტერში, სახლში, ეპარქიაში. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქცია სასამართლოსთან სპეციალურად იყო ორგანიზებული იმისათვის, რომ იძულებით დავთანხმებულვიყავი გაცვლაზე როგორც სამხედრო ტყვე",-ახსნა მან.

ჩერკასის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ უარი უთხრა მათ ამ თხოვნაზე და გააფრთხილა, ზეწოლის გაზრდის შემთხვევაში ის იძულებული იქნება მოუყვეს უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოებებს მის მიზეზებზე.

 მისი რწმენით, ჩხრეკის შემდეგ შეიძლება მასზე აღძრან სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზე შეეცდებიან გამოიყენონ უფრო მკაცრი აღმკვეთი ზომები - წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოთავსების ან სადღეღამისო შინა პატიმრობის სახით, რომ როგორმე აიძულონ ტყვედ გაცვლა.

ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს დადგენილებაში ჩხრეკის შესახებ , რომლითაც მოვიდნენ უუს-ის თანამშრომლები, ამოსაღებ საგნად მიჩნეული იყო უმე-ს ჩერკასის ეპარქიის სამმართველოს წესდება. მიტროპოლიტ ფეოდოსის ვარაუდით, ეს დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების განზრახვაზე, ჩაატარონ ჩერკასის ეპარქიის საკათედრო ტაძრის უკანონო გადარეგისტრირება.დოკუმენტაების ამოღება უსს-ს არ გამოუვიდა, რამდენადაც ის ინახება საბანკო სეიფში.

"წესდების ორიგინალი ვერ იპოვეს, მაგრამ იპოვეს მისი ასლი და ამოიღეს. ეს არის ერთადერთი, რაც დღეს ჩხრეკის ფარგლებში უსს-მ ამოიღო",-თქვა მან.

მეუფემ მოუწოდა ეპარქიის სასულიერო პირებს არ შეინახონ არავითარი საბუთები არც სახლში, არც ტაძრებში, ხოლო ყველა მორწმუნეს გააძლიერონ ლოცვა.

როგორც მჟკ წერდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტულჩინის ეპარქიის დაპატიმრებული მიტროპოლიტი იონათანი(ელეცკიხ) არ დათანხმდა შეეყვანათ გაცვლით ფონდში რუსეთისთვის  გადასაცემად, როგორც სამხედრო ტყვე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ