მიტროპოლიტ იონათანის ადვოკატმა ისაუბრა რფ-ში მეუფის გაცვლის შესახებ

25 June 19:57
6313
მიტროპოლიტი იონათანი. ფოტო: Беларусская Православная Церковь მიტროპოლიტი იონათანი. ფოტო: Беларусская Православная Церковь

ტულჩინის ეპარქიის მეთაურის დამცველმა განაცხადა, რომ ადვოკატებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის ტვირთი შეემსუბუქებინათ.

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანის(ელეცკი) ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ მეუფე   რფ-ში რამდენიმე სამხედრო ტყვეში გადაცვალეს,იუწყება „გლავკომი“.

„გულით ავადმყოფი მიტროპოლიტისათვის პატიმრობაში ყოფნა უდრიდა სიკვდილით დასჯას. დაცვამ გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი,რათა შეემსუბუქებინა ხანში შესული ავადმყოფი პატიმრის და უშძ-ის სამხედროთა მძიმე ტვირთი, რომლებიც  იმყოფებიან ტყვეობაში“,-აღნიშნა ეპისკოპოსის დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტულჩინის ეპარქიის მიტროპოლიტმა იონათანმა(ელეცკი), რომელსაც 18 ივნისს  მიუსაჯეს ხუთი წლით პატიმრობა ქონების კონფისკაციით,უარი განაცხადა გადაეცათ ის რუსეთისათვის გაცვლითი ფონდით როგორც სამხედრო ტყვე.  მაგრამ 22 ივნისს მეუფე გაანთავისუფლეს რმე-ს წინამძღვრის შუამდგომლობით.  ამ გაცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებია.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2024 წლის მარტში მიტროპოლიტმა იონათანმა გადაიტანა ინსულტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ