ხვალ დნეპრში გაიმართება მიტროპოლიტ არსენის საქმის პირველი მოსმენა

18 June 20:52
2917
მიტროპოლიტი არსენი სასამართლო სხდომაზე. ფოტო: Святогорская лавра მიტროპოლიტი არსენი სასამართლო სხდომაზე. ფოტო: Святогорская лавра

სვიატიგორსკის სავანის საძმო ლოცვას ითხოვს თავისი წინამძღვრისთვის.

2024 წლის 19 ივნისს დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონულ საქალაქო სასამართლოში გაიმართება მოსამზადებელი სასამართლო სხდომა სვიატოუსპენსკის სვიატიგორსკის ლავრის ნაცვალის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის  მიმართ საბრალდებო აქტის განხილვა.  როგორც სავანის პრეს-სამსახურიდან იუწყებიან, ეს არის პირველი სხდომა, რომელზეც  საქმეს სასამართლო  არსებითად განიხილავს.

სხდომის დაწყება 11:40

ასევე გადაწყდება მეუფის მიმართ შემდგომი აღმკვეთი ღონისძიების  საკითხი, რამდენადაც 22 ივნისს წინასწარი დაკავების იზოლატორში მეუფის  60 დღე-ღამის პატიმრობას ვადა იწურება, რომელიც  მიუსაჯა ქ. დნეპრის რაიონულმა სასამართლომ  25 აპრილს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, გთხოვთ მოიხსენიოთ თქვენს ლოცვებში!'' - ნათქვამია განცხადებაში.

საძმო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლოს კოლეგიის დასკვნის თანახმად, სლავიანსკის საქალაქო სასამართლო საქმეებს ძირითადად განიხილავენ დისტანციურ რეჟიმში. ამიტომ მეუფის მხარდამჭერებს, სამწუხაროდ არ შეეძლებათ ამ სხდომაზე მონაწილეობის მიღება.

როგორც მჟკ წერდა, მასალები სვიატოგირსკის მიტროპოლიტ არსენის საქმეზე გადაეცა სასამართლოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ