ფანარიონი: უკრაინელების ოცნება პოროშენკომ აასრულა

22 June 2021 21:30
13
ცოლქმარი პოროშენკოები და პატრიარქი ბართლომე. ფოტო:eurosolidarity.org ცოლქმარი პოროშენკოები და პატრიარქი ბართლომე. ფოტო:eurosolidarity.org

არქიეპისკოპოსი დანიელი დარწმუნებულია, რომ პოროშენკომ განახორციელა უკრაინელების საუკუნოვანი მისწრაფებები კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიტროპოლიის აღდგენაზე.

სტამბოლში პატრიარქ ბართლომეს პეტრე პოროშინკოსთან შეხვედრის დროს, ფანარიონის იერარქმა, არქიეპისკოპოსმა დანიელმა (ზელენსკიმ) განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი ასობით წელია ოცნებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის აღდგენაზე,  - იუწყება "ევროპული სოლიდარობის" პარტიის საიტი.

პეტრე ალექსეევიჩის წვლილი შეუფასებელია, იმიტომ რომ ის იყო ის მამოძრავებელი ძალა, როდესაც უკრაინელი ხალხი საუკუნეობით ცდილობდა აღედგინა ისტორიული სამართლიანობა, რათა ჰქონოდა თავისი მიტროპოლია (ორიგინალში "მეტროპოლია"-რედ.),  აღედგინა თავისი მიტროპოლია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია",-განაცხადა დანიელმა (ზელინსკიმ).

ფანარიონის იერარქის მოსაზრებით, პოროშენკოს "შესაძლებლობა ჰქონდა შეხებოდა არამარტო უკრაინელი ხალხის სულიერ ცხოვრებას, არამედ საზოგადოებრივ ასპექტს- რას წარმოვადგენთ ჩვენ როგორც ერი".

ყოფილმა პრეზიდენტმა  მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო წირვაზე ფანარიონში. წირვის შემდეგ პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ "ბედნიერია  პატივსაცემ ბატონს მიესალმოს", და ის "სიამოვნებით იხსენებს, ერთობლივი ძალისხმევით (პოროშენკოსთნ-რედ.) როგორ მიანიჭეს ავტოკეფალია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას".

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა ბართლომემ ფანარიონში მიიღო პეტრე პოროშენკო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ