ბართლომეს ჩამოსვლის შემთხვევაში,ჩვენ ვაჩვენებთ, რამდენი ვართ,-უმე-ს მღვდელი

20 June 2021 00:00
82
უმე-ს როვენსკის ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროსის თანაშემწე, დეკანოზი ბასილი ნაჩევი უმაღლეს რადასთან უმე-ს მორწმუნეთა ლოცვით დგომაზე 2021 წლის 15 ივნისს. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Перший Козацький». უმე-ს როვენსკის ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროსის თანაშემწე, დეკანოზი ბასილი ნაჩევი უმაღლეს რადასთან უმე-ს მორწმუნეთა ლოცვით დგომაზე 2021 წლის 15 ივნისს. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Перший Козацький».

მამა ბასილი უმე-სს როვენსკის ეპარქიიდან ჩამოვიდა უმე-ს ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან, რომ ყველა მორწმუნესთან ერთად მოუწოდოს ზელენსკის იყოს კონსტიტუციის გარანტი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროსის თანაშემწემ, დეკანოზმა ბასილ ნაჩევმა  თავისი მონაწილეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვით დგომაში უმაღლესი რადის კედლებთან 2021 წლის 15 ივნისს ახსნა იმით, რომ ის არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ანტიეკლესიურ კანონებს და მზად არის გამოვიდეს პროტესტის გამოსახატად პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის შემთხვევაში, რომელმაც განხეთქილება შეიტანა ქვეყნის კონფესიათაშორის მშვიდობაში.

ვალერია ვედენევას რეპორტაჟში «Перший Козацький»-ის Youtube-არხზე მამა ბასილმა აღნიშნა, რომ ლოცვითი დგომისა და პრეზიდენტის ოფისისკენ ჯვრით მსვლელობის დროს აღდგომის საზეიმო განწყობა სუფევდა. „შუა ზაფხულში აღდგომის შეგრძნება იყო, როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი სააღდგომო ტროპარების გალობითა  და „ქრისტე აღდგა!“-ს შეძახილებით შეიკრიბა, რომ ლოცვით გამოხატონ  საკუთარი მოთხოვნები უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლესი რადის მიმართ,  მათ ჩვენი ხმა უნდა გაიგონ და გააუქმონ ადრე მიღებული ანტიეკლესიური კანონები“, - თქვა როვენსკის ეპარქიის მღვდელმა.

მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, აპრილში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა  პრეზიდენტის ოფისთან მილიონზე მეტი ხელმოწერა მოიტანეს ანტიეკლესიური კანონების წინააღმდეგ, მაგრამ ამას ხელისუფლების რეაქცია არ მოყოლია. „დღეს კი ჩვენ შევიკრიბეთ, რომ დავამტკიცოთ, ჩვენ ვართ, ამიტომ ჩვენი უფლებები ამ ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენ უკრაინელები ვართ, ეს ჩვენი ქვეყანა - უკრაინაა“, - თქვა მამა ბასილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას პროტესტებში ფანარის მეთაურის ჩამოსვლის შემთხვევაში, მღვდელმა უპასუხა დადებითად, ვინაიდან ის თვლის, რომ  ქვეყანაში იმ პირის მოწვევა, რომლის ქმედებებმა მხოლოდ მტრობა დათესეს, არამართებულია. ამიტომ ის მომხრეა, რომ ზელენსკიმ უკან გამოითხოვოს ფანარის მეთაურის მოწვევა უკრაინაში. „პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციის გარანტია, ის ჩვენი უფლებების გარანტია, ჩვენ ის ავირჩიეთ, - თქვა დეკანოზმა ბასილ ნაჩევმა. - თუ სახელმწიფო თავის დონეზე მხარს დაუჭერს მის (ბართლომეს - რედ.) ვიზიტს, გააშუქებს მას, აჩვენებს ბართლომეს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია მსხვილი კონფესიაა, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს არ არის სიმართლე. ჩვენი მსვლელობები ცხადჰყოფს, რომ ჩვენ ასეულობით და ათასეულობით მეტნი ვართ და ამას დავამტკიცებთ სიყვარულით, მშვიდობით და ლამაზად“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა აღნიშნა, რომ ეკლესია მარტო უნეტარესი კი არ არის, მისი ბედი ერისკაცების ხელშია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ