უმე-ს მორწმუნემ მიტაცების მცდელობის შემდეგ ტაძრის დაკეტვაზე ისაუბრა

18 June 2021 23:20
15
:უმე-ს მრევლი  ლიუდმილა ჟიტომირის ეპარქიიდან ლოცვითი უმაღლეს რადასთან    დგომის დროს 2021 წლის 15 ივნისს. ფოტო: скриншот видео со страницы Центра информации УПЦ в Facebook. :უმე-ს მრევლი ლიუდმილა ჟიტომირის ეპარქიიდან ლოცვითი უმაღლეს რადასთან დგომის დროს 2021 წლის 15 ივნისს. ფოტო: скриншот видео со страницы Центра информации УПЦ в Facebook.

მრევლი ჟიტომირის ეპარქიიდან ჩამოვიდა ანტისაეკლესიო კანონების გამო ურ-სთან ლოცვითი დგომისათვის, რისთვისაც ის ეკამათა თავის სოფლელებს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნემ ჟიტომირის ეპარქიიდან, მოუთხრო სატელევიზიო არხის "HTH"-ის ჟურნალისტებს  უმაღლესი რადას შენობასთან ლოცვითი დგომის დროს, 2021 წლის 15 ივნისს, ,როგორ მოახდინა  ანტიეკლესიურმა კანონებმა ეკლესიის დაკეტვის პროვოცირება მის სოფელში და როგორ ეკამათაის  თანასოფლელებს.   მრევლის ისტორიის ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა თავის Facebook გვერდზე უმე-ს ინფორმაციის ცენტრმა.

უმე-ს მორწმუნემ ლიუდმილამ თქვა, რომ მის სოფელში მოხდა ტაძრის მიტაცების მცდელობა მეუ-ს რეიდერების მიერ. რასკოლნიკები ვერ დაეუფლნენ ტაძარს, მაგრამ კონფლიქტების გამო საჭირო გახდა მისი დაკეტვა და უკვე სასამართლო ინსტანციებში მისი დაცვა. სოფლის მცხოვრებლებს შორის ჟიტომირშინაში დაიწო კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე, რომლებმაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ურთიერთობებზე ოჯახების შიგნითაც.

ამავე დროს მეუ-ს აქტივისტები არ წყვეტენ კონფლიქტების პროვოცირების მცდელობებს თვით უმე-ს ტაძრის სიახლოვეს. "წარუმატებელი მიტაცების შემდეგ ჩვენი ეკლესია დაიკეტა, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სოფელში ყველა ერთმანეთს გადაემტერა: ნათესავები, ოჯახები, ბევრი ნათლია და ნათლული არ ესალმება ერთმანეთს, კონფლიქტების ახალი პროვოკაციები ტაძრის კედლებთან", -მოუთხრო ლიუდმილამ.

15 ივნისს უმე-ს 20 000 მორწმუნემ ჩაატარა ლოცვითი დგომა უმაღლე რადასთან, სადაც გადასცეს ორი კანონპროექტი უმე-ს დასაცავად, ასევე  ჯვრით გაიარეს ვლადიმერ ზელენსკის ოფისთან.

 ამავე დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, სრულიად უკრაინულ ფორუმზე "უკრაინა.30" გამოსვლისას კომენტარი გაუკეთა უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომას უმაღლეს რადასთან სიტყვებით "რაღაც ეკლესიაში ისევ ისე არ არის", შეეშალა ის ოპც-ს მიტინგთან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩვენ მოვითხოვთ უმე-ს მიმართ კონსტიტუციის აღსრულებას, თქვა ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) ურ-სთაბ ლოცვითი დგომის დროს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ